Инструкция ARISTON PRO1 R INOX ABS 100

Страница 49 (стр. 49 из 68)

Бренд: ARISTON

Страница 49 документа ARISTON PRO1 R INOX ABS 100. Раздел: Водонагреватели электрические. Бренд: ARISTON.

Текст страницы

GE

გადართვა/დიაგნოსტიკა
უწესივრობის გაჩენის დროს ხელსაწყო გადადის გატეხვის შეტყობინების რეჟიმში და ყველა ინდიკატორული
ლამპები საკონტროლო პანელზე იწყებენ ერთდროულ ციმციმს.
დიაგნოსტიკა: ავტოდიაგნოსტიკის ფუნქციის აქტივაციისათვის დააჭირეთ და დააყოვნეთ ღილაკი „ON/OFF“ (А
ნახ. 3) და „FAST“ (B ნახ. 3) 5 წამის განმავლობაში.
გაუმართაობის ტიპის დიაგნოსტიკა ნაჩვენები იქნება ინდიკატორებით (1-5 ნახ. 3) შემდეგი სქემის მიხედვით:
სიდ 60°C- ტემპერატურის NTC1/NTC2 გადამწოდის გაწყვეტა ან მოკლე შერთვა;
სიდ 70°C- გამაცხელებელი ელემენტის (ტენის) გაუმართაობა;
სიდ 80°C- წყლის გადამეტხურება, განსაზღვრული ცალკე გადამწოდით;
სიდ 50°C и 80°C– ენერგოდამოკიდებული მეხსიერების შეცდომა;
სიდ 60°C и 80°C- კომუნიკაციის შეცდომა მოდულთან NFC;
სიდ 70°C и 80°C- საერთო გადახურვა;
სიდ 50°C, 60°სი 70°C- შეცდომა NFC;
სიდ 60°C, 70°სი 80°C- წყალი არ არის.
დიაგნოსტიკის რეჟიმიდან გასასვლელად დააჭირეთ ღილაკს ON/OFF (А ნახ. 3) ან დაიცადეთ 25 წამი.
ხელახლა ამუშავება: გამორთეთ და კვლავ ჩართეთ წყლის გამაცხელებელი ON/OFF ღილაკის მეშვეობით (А ნახ.
3). ხელახლა ამუშავების შემდეგ შეცდომის გაქრობის შემთხვევაში წყლის გამაცხელებელი დაბრუნდება მუშაობის
ნორმალურ რეჟიმში.
თუ შეცდომა დისფლეიზე კვლავ გამოჩნდება, საჭიროა მიმართოთ თქვენს უახლოეს ავტორიზებულ სერვის-
ცენტრს.
4. ტექნიკური მომსახურება და რემონტი
ყურადღება! ნუ შეეცდებით მოწყობილობის დამოუკიდებლად შეკეთებას. ყველა ტექნიკური და სარემონტო
სამუშაო უნდა შეასრულოს კვალიფიცირებულმა სპეციალისტმა უსაფრთხოების წესების, ასევე მოცემულ
სახელმძღვანელოში მოცემული მოთხოვნების დაცვით.
4.1. წყლის დაცლა
აუცილებელია წყლის დაცლა წყლის გამაცხელებლიდან, თუ მოწყობილობის დამონტაჟების ადგილას არსებობს
ტემპერატურის 0°C-ზე ქვევით ვარდნის ალბათობა.
4.1.1. გამორთეთ მოწყობილობის ელექტროკვება.
4.1.2. დარწმუნდით, რომ წყლის ტემპერატურა მოწყობილობაში უსაფრთხოა.
4.1.3. გადაკეტეთ ცივი წყლის მიწოდება წყლის გამაცხელებელში.
4.1.4. გააღეთ ცხელი წყლის ონკანი შემრევზე ავზის შიგნით წნევის დასაგდებად.
4.1.5. ავზში ჰაერის წვდომის უზრუნველსაყოფად, გახსენით ჩამკეტი ონკანი სამკაპზე, რომელიც დაყენებულია
ცხელი წყლის გამოსასვლელზე გამაცხელებელიდან (მონიშნულია წითელი რგოლით). მისი არარსებობის
შემთხვევაში საჭიროა წყლის გამაცხელებლის გამოსასვლელზე შეერთებების დემონტაჟი.
4.1.6. შეუერთეთ კანალიზაციაში მიმართული სადრენაჟო მილი ჩამკეტ ონკანს სამკაპზე, რომელიც დაყენებულია
წყალგამაცხელებელში ცივი წყლის შესასვლელზე (მონიშნულია ლურჯი რგოლით) და გახსენით ის. მისი
არარსებობის შემთხვევაში სადრენაჟო მილი უნდა დაყენდეს შესასვლელზე წყალგამაცხელებელში.
4.1.7. წყლის დაცლის შემდეგ დარწმუნდით, რომ წყალი არ არის წყლის გამაცხელებელში.
წყლის გაყინვა წყლის გამაცხელებლის შიგნით იწვევს შეუქცევად ცვლილებებს და დეფექტებს. ამ შემთხვევაში,
მწარმოებელი თავიდან იხსნის ყველა საგარანტიო ვალდებულებას.
4.2. შიგნითა ელემენტების გამოცვლა.
სამუშაოს დაწყების წინ გამორთეთ ხელსაწყო ელექტრომიწოდების წყაროსგან და ჩამოუშვით წყალი წყლის
გამაცხელებლიდან. მოხსენით ხელსაწყოს სახურავი.
ელექტრო ტერმოსტატის გამოსაცვლელად (Т ნახ. 3), გაანთავისუფლეთ კვების კაბელი კლემური ხუნდებისგან (М ნახ.3).
დისფლეის პლატის გამოსაცვლელად (W ნახ. 3), გაანთავისუფლეთ კაბელი დისპლეისგან (Y ნახ. 3).
გამახურებელი ელემენტის და მაგნიუმის ანოდის შესაცვლელად (მოდელი ავტოკლავური მილტუჩით)
ამოხრახნეთ ქანჩი (D ნახ. 4), მოხსენით მილტუჩას კავი (S ნახ. 4) და მიაწექით მილტუჩა (F ნახ. 4) შიგნით. ამოიღეთ
მილტუჩა და მოაბრუნეთ იგი თავისი ღერძის გარშემო.
გამაცხელებელი ელემენტის და მაგნიუმის ანოდის გამოსაცვლელად (მოდელი მილტუჩა 5 ჭანჭიკით) ამოიხრახნოს
5 ქანჩი (С ნახ. 4) და მოხსენით მილტუჩა (F ნახ. 4).
გამოცვლის შემდეგ, გთხოვთ, დარწმუნდით, რომ ყველა კომპონენტი დამაგრებულია უკან თავის ადგილას.
საფენი მილტუჩაში რეკომენდირებულია შეიცვალოს ყოველ შემდგომ აკრეფისას.
ყველა სარემონტო ან მომსახურების ოპერაციის გატარების წინ გამორთეთ ხელსაწყო ელექტრონული წყაროდან.
გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებელ ქარხანაში მომზადებული სათადარიგო ნაწილები.
4.3. რეგულარული მომსახურება
4.3.1. მაგნეზიუმის ანოდი
მაგნეზიუმის ანოდი წარმოადგენს წყლის შემცველი ავზის და გამათბობელი ელემენტის
კოროზიისგან დაცვის სისტემის განუყოფელ ნაწილს. აუცილებელია ყოველწლიურად მაგნეზიუმის
ანოდის მდგომარეობის შემოწმება. ძლიერი ცვეთის დროს აუცილებელია მაგნეზიუმის
ანოდის შეცვლა. გარანტია წყლის შემცველ ავზსა და გამათბობელ ელემენტზე გაცვეთილი
მაგნეზიუმის ანოდის შემთხვევაში (ნარჩენი მოცულობა თავდაპირველიდან 30%-ზე ნაკლებია)
ძალადაკარგულია. აუცილებელია მაგნეზიუმის ანოდის არანაკლებ ყოველ 24 თვეში ერთხელ შეცვლა
(წყალგამაცხელებლების გარდა უჟანგავი ფოლადის წყლის შემცველის ავზით).
მაგნეზუმის ანოდი არის სახარჯო მასალა და არ ექვემდებარევა შეცვლას გარანტიით.
4.3.2. დამცავი სარქველი
დამცავი სარქველი ხელს უშლის წყლის დაბრუნებას წყალგამაცხელებლიდან ცივი წყლის
მომარაგების მაგისტრალში მისი არარსებობის შემთხვევაში; უზრუნველყოფს ჭარბი
წნევის დაწევას, რომელიც წარმოიქმნება შიდა ავზში, წყლის გაცხელების შედეგაც წყლის
მოცულობის ზრდის გამო, ცივი წყლის მომარაგების მაგისტრალში (შიდა ავზსა და ცივი
წყლის მომარაგების მაგისტრალს შორის ერთზე მეტი ატმოსფერის მქონე წნევისას) ან/და
დამცავი სარქველის სადრენჟო ხვრელით. რეგულარულად შეამოწმეთ, რომ დამცავისარქველი
(დაცვის მოწყობილობა ჭარბი წნევისაგან) არ იყოს დაბლოკილი ან დაზიანებული.
საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ იგი ან მოაცილეთ კირიანი ნადები. თუ დამცავი
სარქველი აღჭურვილია ბერკეტით, უკანასკნელის აწევა შეიძლება გამოყენებულ იქნას სარქველის გამართული
მუშაობის რეგულარული შემოწმებისათვის. გათბობის რეჟიმში დამცავი სარქველის სადრენაჟო ხვრელიდან
შესაძლებელია წყლის წვეთების გაჩენა. ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია წყლის

49

Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

ARISTON PRO1 ECO INOX ABS PW 50 V

68 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

ARISTON PRO1 ECO INOX ABS PW 50 V

68 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

ARISTON PRO1 R INOX ABS 100

68 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

Aceline D30-15F2, D50-15F2, D80-15F2, D100-15F2

20 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

Aceline D30-15F2, D50-15F2, D80-15F2, D100-15F2

20 стр.