Текст страницы
თქვენს ქვეყანაში არსებულ ელექტრონული ნარჩენების
შეგროვების ადგილებში.
გარანტია
ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროდუქტის 2-წლიან გარანტიას,
რომლის მოქმედება დაიწყება შეძენის დღიდან.
საგარანტიო პეიოდის განმავლობაში, ჩვენ უფასოდ
გამოვასწორებთ მოწყობილობის ნებისმიერ დეფექტებს,
რომლებიც წამოიშვა მასალების ან ნაკეთობის
არასათანადო ხარისხის შედეგად და განვახორციელებთ
მოწყობილობის შეკეთებას ან შეცვლას, ჩვენი არჩევანით.
აღნიშნული გარანტია მოქმედებს ნებისმიერ ქვეყანაში,
სადაც მოწყობილობა მიწოდებული იქნება ბრაუნის ან
მის მიერ დანიშნული დისტრიბუტორის მიერ.
ჩვენი გარანტია არ ფარავს ზიანს, რომელიც წარმოიშვა
მოწყობილობის არასწორი გამოყენების, ბუნებრივი
ცვეთის ან გამოყენების შედეგად, ეს განსაკუთრებით
ეხება ჯაგრისის თავებს და ასევე დეფექტებს, რომლებიც
წარმოიშვა მოწყობილობის გამოყენების წესების
დარღვევის და შეუსრულებლობის შედეგად.
გარანტია ბათილდება, თუ შეკეთება შესრულდა
არაავტორიზებული პირების მიერ და თუ შეკეთების
პროცესში არ იყო გამოყენებული ორიგინალი ნაწილები.
საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მომსახურების
მისაღებად, წარადგინეთ ან გაუგზავნეთ სათანადო წესით
შევსებული განაცხადი და სავაჭრო ჩეკი ავტორიზებულ
Braun Oral-B კლიენტთა მომსახურების ცენტრს.
ჯაგრისის თავების შეცვლა გარანტიის
ფარგლებში
Oral-B-ის გარანტია გაუქმდება, თუ აღმოჩნდება, რომ
მრავალჯერადი დამუხტვის ელექტრომოწყობილობის
სახელურის დაზიანება გამოწვეულია არა-Oral-B-ის
შემცვლელი ჯაგრისის თავების გამოყენებით.
Oral-B არ გირჩევთ არა-Oral-B-ის სათადარიგო
ჯაგრისის თავების გამოყენებას.
• Oral-B ვერ აკონტროლებს არა-Oral-B-ის სათადარიგო
ჯაგრისის თავების ხარისხს. შესაბამისად, ჩვენ ვერ
ვიძლევით გარანტიას, რომ არა-Oral-B-ის სათადარიგო
ჯაგრისის თავები ისე ეფექტურად იმუშავებს, როგორც
ეს თავდაპირველად მრავალჯერადად დამუხტვადი
ელექტრული სახელურის შეძენისას იყო გაცხადებული.
• Oral-B ვერ უზრუნველყოფს არა-Oral-B-ის
სათადარიგო ჯაგრისის თავების ზუსტად მორგებას.
• Oral-B წინასწარ ვერ განსაზღვრავს არა-Oral-B-ის
სათადარიგო ჯაგრისის თავების გრძელვადიან
გავლენას სახელურის ცვეთაზე.
Oral-B-ის სათადარიგო ჯაგრისის ყველა თავზე
დატანილია Oral-B-ს ლოგო და აკმაყოფილებს Oral-B-ის
მაღალი ხარისხის სტანდარტებს.
Oral-B არ ყიდის შემცვლელ ჯაგრისის თავებს ან
სახელურის ნაწილებს რაიმე სხვა ბრენდის სახელით.
100