Текст страницы
ფეხების ნიველირება
• ვიბრაციის თავიდან ასაცილებლად, მოწყობილობა თარაზოში უნდა იყოს
გასწორებული.
• საჭიროების შემთხვევაში, არათანაბარ იატაკზე გასასწორებლად, დაარეგულირეთ
ნიველირებადი ფეხები.
• წინა მხარე უკანაზე ოდნავ მაღლა უნდა იყოს, რათა ხელი შეუწყოს კარების
დახურვას.
• ნიველირებადი ფეხები უფრო ადვილად დატრიალდება, თუ კორპუსს ოდნავ
გადახრით.
• მოწყობილობის ასაწევად,
ნიველირებადი ფეხები დაატრიალეთ საათის
ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, დასადაბლებლად კი -
საათის ისრის
მიმართულებით.
ნათურის გამოცვლა
• LED ნათურების ნებისმიერი შეცვლა ან შეკეთება უნდა განხორციელდეს
მწარმოებლის, მისი მომსახურების აგენტის ან მსგავსი კვალიფიციური პირის მიერ.
მოწყობილობის დაკავშირება
მოწყობილობის დაყენების შემდეგ შეაერთეთ დენის შტეკერი როზეტში.
ყურადღება
ელექტრომომარაგების კაბელის (ან შტეკერის) შტეფსელთან დაკავშირების შემდეგ,
დაელოდეთ 2 ან 3 საათი, სანამ საკვებს მოწყობილობაში შედებთ. თუ საჭმელს მანამ შედებთ,
სანამ მოწყობილობა მთლიანად გაცივდება, შესაძლოა საკვები გაფუჭდეს.
რჩევები ენერგიის დაზოგვისთვის
GE
• არ მოათავსოთ მოწყობილობა ღუმელებთან, რადიატორებთან ან სითბოს სხვა
წყაროებთან ახლოს. თუ გარემო ტემპერატურა მაღალია, კომპრესორი უფრო ხშირად
და უფრო დიდხანს იმუშავებს, რაც გამოიწვევს ენერგიის მოხმარების ზრდას.
• უზრუნველყავით, რომ მოწყობილობის ქვეშ, მის გვერდებზე და უკანა მხარეს
საკმარისი ვენტილაცია იყოს. არასოდეს დაფაროთ სავენტილაციო ღიობები.
• მანძილის ზომების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ასევე თავში "ინსტალაცია".
• უჯრების, თაროებისა და სტელაჟების განლაგება, როგორც ნაჩვენებია
ილუსტრაციაში, გთავაზობთ ენერგიის ყველაზე ეფექტურ გამოყენებას და, ამიტომ,
შეძლებისდაგვარად შენარჩუნებული უნდა იქნეს. ყველა უჯრა და თარო უნდა დარჩეს
მოწყობილობაში ტემპერატურის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ენერგიის
დასაზოგად.
• უფრო დიდი შესანახი ადგილი რომ გქონდეთ (მაგ. დიდი გაციებული/გაყინული
პროდუქტისთვის), შესაძლებელია შუა უჯრების ამოღება. საჭიროების შემთხვევაში
ზედა და ქვედა უჯრები და თაროები ბოლოს უნდა მოიხსნას.
• თანაბრად შევსებული სამაცივრო/საყინულე განყოფილება ხელს უწყობს ენერგიის
ოპტიმალურ გამოყენებას. ამიტომ მოერიდეთ ცარიელ ან ნახევრად ცარიელ
განყოფილებებს.
• მაცივარში/საყინულეში მოთავსებამდე თბილი საკვები გააგრილეთ. გაგრილებული
საკვები ზრდის ენერგოეფექტურობას.
• გაყინული საკვები გაალღვეთ მაცივარში. გაყინული საკვების სიცივე
ამცირებს ენერგიის მოხმარებას სამაცივრო განყოფილებაში და ამით ზრდის
ენერგოეფექტურობას.
• მაქსიმალურად შეამცირეთ კარის გაღების დრო სიცივის დანაკარგის მინიმუმამდე
დასაყვანად. კარის ხანმოკლე გაღება და სწორად დახურვა ამცირებს ენერგიის
მოხმარებას.
• მოწყობილობის კარის ლუქები სრულიად ხელუხლებელი უნდა იყოს, რათა კარები
სწორად დაიხუროს და ენერგიის მოხმარება ზედმეტად არ გაიზარდოს.
09