Текст страницы
გაუმართაობის აღმოფხვრა
პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში შეამოწმეთ ინფორმაცია თხევად-კრისტალურ ეკრანზე
და მისდიეთ ეკრანზე გამოტანილ ინსტრუქციებს.
თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მომსახურების ცენტრს.
ქართული
საკონტროლო პუნქტები
თუ სარეცხი მანქანის მუშაობისას პრობლემას წააწყდებით, პირველ რიგში ეცადეთ ის ქვემოთ
მოცემულ ცხრილში მოძებნოთ და გაეცნოთ მისი აღმოფხვრის რეკომენდაციებს.
პრობლემა
მოქმედება
არ ირთვება.
• დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანა ჩართულია ელექტრო ქსელში.
• დარწმუნდით, რომ კარი სათანადოდაა დაკეტილი.
• დარწმუნდით, რომ წყლის ონკანი გახსნილია.
• სარეცხი მანქანის ჩასართავად შეეხეთ და დააჭირეთ
-ს.
• დარწმუნდით, რომ ბლოკირება ბავშვებისთვის არ არის
გააქტიურებული.
• სანამ სარეცხი მანქანის წყლით ავსება დაიწყება, ის გამოსცემს
ტკაცუნის ხმებს, რაც ნიშნავს, რომ მანქანა ამოწმებს, არის თუ არა
დაკეტილი კარი და ახორციელებს წყლისგან სწრაფ დაცლას.
• შეამოწმეთ მცველი ან თავიდან ჩართეთ წრედის ამომრთველი.
• შეამოწმეთ ელექტროენერგიის წყაროს გამართულობა.
• დაფიქსირდა დაბალი ძაბვა.
-
დარწმუნდით, რომ დენის სადენი როზეტში სათანადოდაა
შეერთებული.
• დარწმუნდით, რომ სარეცხი არ არის მოყოლილი დახურულ
კარებში.
• ჩნდება შეტყობინება „Addwash-ის კარი ღიაა“, როდესაც აღებთ
Addwash-ის კარს შეხებისა და
დაჭერის გარეშე. თუ ეს მოხდება,
შეასრულეთ ერთ-ერთი შემდეგი მოქმედება:
• მიაჭირეთ Addwash კარს, რომ სათანადოდ დაიხუროს. შემდეგ,
შეეხეთ ხანგრძლივად
და კვლავ სცადეთ.
• სარეცხის დასამატებლად გახსენით Addwash-ის კარი და
შეაგდეთ სარეცხი. დახურეთ Addwash-ის კარი ბოლომდე. შემდეგ,
ხანგრძლივად შეეხეთ
მუშაობის განახლებისთვის.
წყლის მიწოდების
სიჩქარე
არასაკმარისია ან
წყალი მანქანას
საერთოდ არ
მიეწოდება.
• წყლის ონკანი ბოლომდე გახსენით.
• დარწმუნდით, რომ კარი სათანადოდაა დაკეტილი.
• დარწმუნდით, რომ წყლის მიწოდების მილი არ არის გაყინული.
• დარწმუნდით, რომ წყლის მიწოდების მილი არ არის გადაგრეხილი
ან დაბლოკილი.
• დარწმუნდით, რომ ონკანში წყლის წნევა საკმარისად მაღალია.
• დარწმუნდით, რომ ცივი და ცხელი წყლის ონკანები სათანადოდ
არის დაკავშირებული სარეცხ მანქანასთან.
• გაწმინდეთ ფილტრის ბადე, რადგან შეიძლება გაუმართაობა მისი
დაბინძურების ბრალი იყოს.
ქართული
60
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 60
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 60
2024/1/22 14:30:17
2024/1/22 14:30:17