Текст страницы
უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია
გილოცავთ სამსუნგის ახალი სარეცხი მანქანის შეძენას. წინამდებარე სახელმძღვანელოში
მოცემულია თქვენი მოწყობილობის მონტაჟთან, გამოყენებასთან და მოვლასთან
დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გთხოვთ, გამონახოთ დრო და გაეცნოთ
ამ სახელმძღვანელოს, რათა შეძლოთ თქვენი სარეცხი მანქანის უამრავი ფუნქციის და
შესაძლებლობის სრულად გამოყენება.
ქართული
რა უნდა იცოდეთ უსაფრთხოების შესახებ ინსტრუქციებთან
დაკავშირებით
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე სახელმძღვანელოს, რათა იცოდეთ, თუ როგორ
გამოიყენოთ თქვენი მოწყობილობის უამრავი ფუნქცია და შესაძლებლობა უსაფრთხოდ და
მაქსიმალურად ეფექტურად. გთხოვთ, შეინახოთ ეს სახელმძღვანელო უსაფრთხო ადგილას,
თქვენი მოწყობილობის სიახლოვეს, სამომავლოდ გამოსაყენებლად. ეს მოწყობილობა
გამოიყენეთ მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით, როგორც აღწერილია წინამდებარე
მომხმარებლის სახელმძღვანელოში.
წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული გაფრთხილებები და მნიშვნელოვანი
უსაფრთხოების ინსტრუქციები არ მოიცავს ყველა შესაძლო პირობებს და სიტუაციებს,
რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამ ტექნიკის გამოყენების დროს. თქვენი
პასუხისმგებლობაა გამოიჩინოთ საღი აზრი და სიფრთხილე თქვენი სარეცხი მანქანის
მონტაჟის, მომსახურების და ექსპლუატაციის დროს.
გამომდინარე იქედან, რომწინამდებარე მომხმარებლის ინსტრუქციები მომზადებულია
სხვადასხვა მოდელებისთვის, ამ სახელმძღვანელოში აღწერილი მახასიათებლები შესაძლოა
მცირედით განსხვავდებოდეს თქვენი სარეცხი მანქანის მახასიათებლებისგან და ყველა
გამაფრთხილებელი ნიშანი არ შეესაბამებოდეს თქვენს მოწყობილობას. კითხვების და
კომენტარების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით უახლოეს მომსახურების ცენტრს, ან
ეწვიეთ ვებ-გვერდს www.samsung.com.
მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სიმბოლოები
წინამდებარე მომხმარებლის სახელმძღვანელოში გამოყენებული სიმბოლოების და ნიშნების
მნიშვნელობები:
ფრთხილად
საფრთხეები ან სახიფათო ქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მძიმე
დაზიანება, სიკვდილი და/ან ქონების განადგურება.
გაფრთხილება
საფრთხეები ან სახიფათო ქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სხეულის დაზიანება
და/ ან ქონების განადგურება.
შენიშვნა
მიანიშნებს, რომ არსებობს სხეულის დაზიანების ან მატერიალური ქონების განადგურების
რისკი.
ამ გამაფრთხილებელი ნიშნების დანიშნულებაა თქვენი და თქვენი გარშემომყოფების დაცვა
სხეულის დაზიანებისგან.
ქართული
4
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 4
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 4
2024/1/22 14:30:07
2024/1/22 14:30:07