Текст страницы
როდესაც სარეცხ ფხვნილს იყენებთ, მოხსენით თხევადი სარეცხი საშუალების მიმმართველი (მხოლოდ
შესაბამისი მოდელები).
•
წინააღმდეგ შემთხვევაში წყალმა შესაძლოა სარეცხი საშუალების უჯრის წინა მხარეს გაჟონოს.
ქართული
სარეცხ მანქანაში არ მოათავსოთ სხვა საგნები (ფეხსაცმელები, საკვების ნარჩენები, ცხოველები) გარდა
სარეცხისა.
•
ამან შეიძლება ძლიერი ვიბრაციები, შედეგად კი სარეცხი მანქანის მწყობრიდან გამოსვლა, ხოლო
ცხოველების შემთხვევაში მათი დაშავება და სიკვდილი გამოიწვიოს.
ღილაკებზე დასაჭერად არ გამოიყენოთ ბასრი საგნები, მაგალითად ქინძისთავები, დანები, ფრჩხილები და
ა.შ.
•
ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან სხეულის დაზიანება გამოიწვიოს.
არ გარეცხოთ სარეცხი, რომელიც დაბინძურებულია იმ ზეთებით, კრემებით ან ლოსიონებით, რომლებსაც
ჩვეულებრივ კანის მოვლის და მასაჟის სალონებში იყენებენ.
•
ამან შეიძლება რეზინის შუასადების დეფორმაცია და შედეგად წყლის გაჟონვა გამოიწვიოს.
არ დატოვოთ ლითონის საგნები, მაგალითად ქინძისთავები, თმის სამაგრები ან მათეთრებელი დოლურაში
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
•
ამან შეიძლება დოლურას დაჟანგვა გამოიწვიოს.
•
თუ დოლურას ზედაპირზე ჟანგის ნიშნებს შეამჩნევთ, მის ზედაპირზე დაიტანეთ (ნეიტრალური)
საწმენდი საშუალება და შემდეგ გაწმინდეთ ღრუბლის საშუალებით. არასოდეს გამოიყენოთ ლითონის
ჯაგრისი.
არ გამოიყენოთ ქიმიური წმენდის საშუალებები და არ გარეცხოთ, გაავლოთ და გაწუროთ სარეცხი,
რომელიც დაბინძურებულია ქიმიური წმენდის საშუალებებით.
•
ზეთის ჟანგბადთან მიერთების პროცესის დროს გამოყოფილმა სითბომ შეიძლება თვითაალება და
ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს.
არ ჩაასხათ სარეცხ მანქანაში წყლის გაგრილების/გაცხელების მოწყობილობიდან გამოსული წყალი.
•
ამან შეიძლება სარეცხი მანქანის მუშაობას პრობლემები შეუქმნას.
სარეცხ მანქანაში არ გამოიყენოთ ნატურალური ხელსაბანი საპონი.
•
მისი ნარჩენების გამყარებამ და სარეცხ მანქანაში დაგროვებამ შეიძლება სარეცხი მანქანის მუშაობის
პრობლემები, მისი ზედაპირის ფერის შეცვლა, დაჟანგვა და ცუდი სუნის გაჩენა გამოიწვიოს.
წინდები და ლიფები მოათავსეთ სარეცხ ბადეში და გარეცხეთ სხვა სარეცხთან ერთად.
არ გამოიყენოთ სარეცხი ბადე დიდი ზომის ნივთებისთვის, მაგალითად საწოლის თეთრეულისთვის.
•
წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება ძლიერი ვიბრაციები, შედეგად კი სხეულის დაზიანება
გამოიწვიოს.
არ გამოიყენოთ ნადების წარმომქმნელი სარეცხი საშუალებები.
•
სარეცხ მანქანაში მისი დაგროვების შემთხვევაში მათ შეიძლება წყლის გაჟონვა გამოიწვიონ.
გარეცხვამდე, არ დაგავიწყდეთ გასარეცხი ტანსაცმლის ჯიბეების შემოწმება და დაცლა.
•
მყარ, ბასრ საგნებს, როგორიცაა მონეტები, ქინძისთავები, ლურსმნები, ხრახნები ან ქვები, შეუძლია
სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს მოწყობილობას.
არ გარეცხოთ ტანსაცმელი, რომელზეც დამაგრებულია დიდი ზომის ბალთები, ღილები ან სხვა მძიმე
ლითონის საგნები.
ქართული
13
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 13
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 13
2024/1/22 14:30:07
2024/1/22 14:30:07