Текст страницы
მონტაჟი
ქართული
6. დაიჭირეთ დეტალი (D) ქვემოთ ჩამოწეულ
მდგომარეობაში წყლის მილზე, შეაერთეთ
წყლის მილი ადაპტორზე. შემდეგ გაუშვით ხელი
დეტალს (D). მილი დამაგრდება ადაპტორზე, ამ
დროს გაიგებთ ტკაცანის ხმას.
D
7. წყლის მილის შეერთების
დასასრულებლად,იხილეთ „ხრახნიან წყლის
ონკანთან შეერთება” სექციის მე-2 და მე-3
პარაგრაფები.
შენიშვნა
• ადაპტორზე წყლის მილის მიერთების შემდეგ ქვევით დაწიეთ წყლის შლანგი და შეამოწმეთ,
არის თუ არა ის სწორად მიერთებული.
• გამოიყენეთ სტანდარტული ტიპის წყლის ონკანები. თუ ონკანი ოთხკუთხა ფორმის ან ძალიან
დიდი ზომისაა, ონკანის ადაპტორთან მიერთებამდე მოხსენით შუასადები რგოლი.
დამატებით ცხელი წყლის შემავალი მილის მქონე მოდელებისთვის:
1. ცხელი წყლის მილის წითელი ფერის ბოლო
შეაერთეთ სარეცხი მანქანის უკანა მხარეს
არსებულ ცხელი წყლის შემავალ მილზე.
2. ცხელი წყლის მილის მეორე ბოლო შეაერთეთ
ცხელი წყლის ონკანზე.
ქართული
26
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 26
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 26
2024/1/22 14:30:10
2024/1/22 14:30:10