Текст страницы
4. გახსენით მილის თავი და საშუალება მიეცით
C
წყალს ავარიული დაცლის მილში (C),
კონტეინერში გადაედინოს.
5. დასრულების შემდეგ დახურეთ მილის თავი და
ქართული
უკან დააბრუნეთ მილი. ამის შემდეგ დახურეთ
ფილტრის ხუფი.
შენიშვნა
ტევადი კონტეინერის გამოყენება დაგჭირდებათ,
რადგან დოლურაში შესაძლოა მოსალოდნელზე
მეტი წყალი იყოს.
გაწმენდა
სარეცხი მანქანის ზედაპირი
გამოიყენეთ რბილი ნაჭერი არააბრაზიული საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებით. სარეცხი
მანქანაზე წყალი არ მოასხუროთ.
ბადისებრი ფილტრი
წყლის მილის ბადისებრი ფილტრი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გაწმინდეთ.
1. გამორთეთ მანქანა და გამოაერთეთ დენის
სადენი.
2. დახურეთ წყლის ონკანი.
3. მოუშვით და მოხსენით წყლის მილის სარეცხი
მანქანის უკანა ნაწილიდან. მილს ნაჭერი
დააფარეთ, რათა წყალი არ გადმოვიდეს.
4. შემშვები სარქველიდან ბადისებრი ფილტრის
ამოსაღებად ბრტყელტუჩა გამოიყენეთ.
5. ღრმად ჩაუშვით ბადისებრი ფილტრი წყალში,
რათა ხრახნიანი კონექტორიც წყალში
ჩაშვებული აღმოჩნდეს.
6. სრულად გააშრეთ ბადისებრი ფილტრი.
7. დააბრუნეთ ბადისებრი ფილტრი შემშვებ
სარქველში და ხელახლა მიუერთეთ წყლის
მილი შემშვებ სარქველს.
8. გახსენით წყლის ონკანი.
შენიშვნა
თუ ბადისებრი ფილტრი დაბინძურებული იქნება, ეკრანზე ჩანს საინფორმაციო კოდი „4C“.
49
ქართული
DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 49
DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 49
2024/1/22 13:42:41
2024/1/22 13:42:41