Текст страницы
სარეცხი საშუალების უჯრასთან დაკავშირებული მითითებები
ქართული
სარეცხ მანქანას აქვს სამგანყოფილებიანი დისპენსერი: მარცხენა განყოფილება მთავარი
რეცხვისთვის, ცენტრალური — ქსოვილის დამარბილებლებისთვის და მარჯვენა — წინასწარი
რეცხვისთვის.
1.
წინასწარი რეცხვის განყოფილება:
გამოიყენეთ წინასწარი რეცხვის სარეცხი
საშუალება ან სახამებელი.
A
2.
ძირითადი განყოფილება : მოათავსეთ
ძირითადი რეცხვის სარეცხი საშუალება,
წყლის დამარბილებელი, გალბობის სარეცხი
საშუალება, მათეთრებელი და/ან ლაქების
მოსაშორებელი საშუალება.
3.
დარბილების განყოფილება : მოათავსეთ
დანამატები, როგორიცაა ქსოვილის
დამარბილებელი. არ გადააჭარბოთ მაქსიმუმის
ხაზს (A) .
გაფრთხილება
• არ გახსნათ სარეცხი საშუალების უჯრა, როცა სარეცხი მანქანა მუშაობს.
• არ გამოიყენოთ შემდეგი ტიპის სარეცხი საშუალებები უჯრაში:
-
აბის ან კაფსულის ტიპები
-
ბურთის ან ბადის ტიპები
• განყოფილება რომ არ გაიჭედოს, კონცენტრირებული ან მაღალგამდიდრებული საშუალებები
(ქსოვილის დამარბილებელი ან სარეცხი საშუალება) გამოყენებამდე უნდა გაზავდეს წყლით.
• როცა არჩეულია „მოგვიანებით დასრულება“, არ დაამატოთ სარეცხი საშუალება პირდაპირ
დოლურაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სარეცხს ფერი გადაუვიდეს. „მოგვიანებით
დასრულება“ არჩევის შემთხვევაში გამოიყენეთ სარეცხი საშუალების უჯრა.
• დოლურას გასაწმენდად არ გამოიყენოთ საწმენდი საშუალებები. ქიმიური ნარჩენები
დოლურაში ამცირებს რეცხვის ეფექტურობას.
• გამოიჩინეთ ყურადღება, რომ არ დაგეღვაროთ ქსოვილის დამარბილებელი სახურავზე ან
მართვის პანელზე.
33
ქართული
DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 33
DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 33
2024/1/22 13:42:38
2024/1/22 13:42:38