Текст страницы
სანამ ჩართავთ
საფეხური 5 განსაზღვრეთ სარეცხის მოცულობა
სარეცხი მანქანა არ გადატვირთოთ. გადატვირთვას შესაძლოა შედეგად არასათანადო რეცხვა
მოყვეს. ტანსაცმლის სახეობის მიხედვით წონის შესახებ იხილეთ გვერდი 40.
ქართული
შენიშვნა
საწოლის თეთრეულის ან გადასაფარებლების რეცხვისას რეცხვის დრო შესაძლოა გაიზარდოს
ან წურვის ეფექტურობა შემცირდეს. საწოლის თეთრეულისა და გადასაფარებლებისთვის წურვის
რეკომენდებული სიჩქარეა 800 ბრ/წთ, ხოლო წონა – 2,0 კგ ან ნაკლები.
გაფრთხილება
• არადაბალანსებულმა სარეცხმა შესაძლოა შეამციროს წურვის ეფექტურობა.
• დარწმუნდით, რომ სარეცხი სრულად არის მოთავსებული დოლურაში და კარში არ არის
მოყოლილი.
• არ მიაჯახუნოთ კარი. კარი ფრთხილად დახურეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კარი შესაძლოა
სათანადოდ არ დაიხუროს.
საფეხური 6 გამოიყენეთ სარეცხი საშუალების სათანადო სახეობა
სარეცხი საშუალების სახეობა დამოკიდებულია ქსოვილის ტიპზე (ბაბმა, სინთეტიკა,
დელიკატური ნივთები, მატყლი), ფერზე, რეცხვის ტემპერატურაზე და დაბინძურების
ხარისხზე. დარწმუნდით, რომ იყენებთ ავტომატური სარეცხი მანქანებისთვის შექმნილ სარეცხ
საშუალებას.
შენიშვნა
• დაიცავით სარეცხი საშუალების მწარმოებლის რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება
სარეცხის წონას, დაბინძურების ხარისხს და წყლის სიხისტეს თქვენს რეგიონში. თუ
დარწმუნებული არ ხართ წყლის სიხისტესთან მიმართებით, წყალმომარაგების ადგილობრივ
სამსახურს დაუკავშირდით.
• არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალება, რომელიც შეიძლება გამყარდეს ან გამაგრდეს. ასეთი
სარეცხი საშუალება შესაძლოა დარჩეს გავლების ციკლის შემდეგ და დაბლოკოს წყლის
დაცლის გასასვლელი.
გაფრთხილება
როდესაც მატყლის რეცხვისას შალი ციკლს იყენებთ, გამოიყენეთ მატყლისთვის განკუთვნილი
სარეცხი საშუალება. თუ შალი ციკლში გამოიყენებთ, სარეცხი საშუალება შესაძლოა სარეცხზე
დარჩეს და ფერი შეუცვალოს მას.
ქართული
32
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 32
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 32
2024/1/22 14:30:12
2024/1/22 14:30:12