Текст страницы
ოპერაციები
ქართული
Stay Connect
დააყენეთ Stay Connect ფუნქცია SmartThings აპლიკაციაში, რათა Smart Control (ჭკვიანი
კონტროლი) ჩართული იყოს ციკლის ბოლომდე. სარეცხი მანქანა შეინარჩუნებს კავშირს
აპლიკაციასთან, ასე რომ, თქვენ დამატებითი ინსტრუქციების გაგზავნას შეძლებთ როგორც
შინიდან, ისე გარეთ ყოფნისას.
1. თუ Stay Connect ფუნქიას SmartThings აპლიაკაციაში გამორთავთ, სარეცხი მანქანა ციკლის
დასრულების შემდეგ მოლოდინის და ენერგიის დაზოგვის რეჟიმში დარჩება.
-
Stay Connect ფუნქცია აქტიური დარჩება 7 დღის განმავლობაში, თუ კარი დახურული იქნება.
2. როდესაც Stay Connect ფუნქცია აქტიურია, Smart Control (ჭკვიანი კონტროლი), კარის
დაბლოკვა და Wi-Fi (ვაი-ფაი) ხატულები სარეცხი მანქანის ეკრანზე განათებული იქნება.
3. შეგიძლიათ მოხერხებულად აკონტროლოთ სარეცხი მანქანა გავლების, გაწურვის ან შრობის
ციკლების დამატებით SmartThings აპლიკაციის მეშვეობით.
შენიშვნა
• როდესაც ოპერაცია შეჩერდება, სარეცხი მანქანა მოლოდინის და ენერგიის დაზოგვის
რეჟიმში გადავა, თუნდაც მანქანა SmartThings აპლიკაციასთან იყოს მიერთებული.
• ზოგ ვითარებაში შესაძლოა განათებული იყოს მხოლოდ Door Lock (კარის დაბლოკვა).
SmartThings
Wi-Fi კავშირი
თქვენს ჭკვიან ტელეფონში ან პლანშეტში გადადით Settings (პარამეტრები)-ზე და ჩართეთ
უსადენო მიერთება, შემდეგ კი აირჩიეთ AP (წვდომის წერტილი).
• Wi-Fi 2,4 გჰც პროტოკოლს.
ჩამოტვირთვა
აპლიკაციების მაღაზიაში (Google Play Store, Apple App Store, Samsung Galaxy Apps) იპოვეთ
SmartThings აპლიკაცია, რისთვისაც საძიებო ველში აკრიფეთ SmartThings. ჩამოტვირთეთ და
დააყენეთ აპლიკაცია თქვენს მოწყობილობაში.
შენიშვნა
ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის აპლიკაცია შესაძლოა შეტყობინების გარეშე შეიცვალოს.
სისტემაში შესვლა
თავდაპირველად Samsung-ის ანგარიშით SmartThings-ში უნდა შეხვიდეთ. Samsung-ის ახალი
ანგარიშის შესაქმნელად დაიცავით აპლიკაციაში მოცემული ინსტრუქციები. ანგარიშის
შესაქმნელად ცალკე აპლიკაცია არ გჭირდებათ.
შენიშვნა
თუ უკვე გაქვთ Samsung-ის ანგარიში, ის გამოიყენეთ სისტემაში შესასვლელად. Samsung-
ის რეგისტრირებული ტელეფონის ან პლანშეტის მომხმარებელი ავტომატურად გაივლის
ავტორიზაციას სისტემაში.
ქართული
50
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 50
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 50
2024/1/22 14:30:15
2024/1/22 14:30:15