Текст страницы
პრობლემა
მოქმედება
ქართული
ვერ ხერხდება
სარეცხი საშუალების
დამატება.
• დარწმუნდით, რომ უჯრაში არსებული სარეცხი საშუალება და
ქსოვილის დამარბილებელი არ სცდება მაქსიმალური ზღვარის
ნიშნულს.
მანქანა გაჩერდა.
• შეაერთეთ დენის სადენი გამართულ ელექტრო როზეტში.
• შეამოწმეთ მცველი ან თავიდან ჩართეთ წრედის ამომრთველი.
• დახურეთ კარი, შეეხეთ და დააჭირეთ
-ს სარეცხი მანქანის
გასაშვებად. თქვენი უსაფრთხოებისთვის, სარეცხი მანქანა არ
ჩაირთვება და არ დაიწყებს ბრუნვას მანამდე, სანამ კარი არ
დაიხურება.
• სანამ სარეცხი მანქანის წყლით ავსება დაიწყება, ის გამოსცემს
ტკაცუნის ხმებს, რაც ნიშნავს, რომ მანქანა ამოწმებს, არის თუ არა
დაკეტილი კარი და ახორციელებს წყლისგან სწრაფ დაცლას.
• შეიძლება სარეცხი მანქანა პაუზის რეჟიმშია ან მიმდინარეობს
დალბობის ციკლი. მცირე ხანს დაიცადეთ, სარეცხი მანქანა
შეიძლება გაეშვას.
• დარწმუნდით, რომ წყლის მიწოდების მილის ფილტრის ბადე არ
არის დაბლოკილი. პერიოდულად გაწმინდეთ ფილტრის ბადე.
• თუ სარეცხ მანქანას საკმარისი ელექტროენერგია არ მიეწოდება,
ის დროებით შეწყვეტს წყლისგან დაცლას და წურვას. როგორც კი
ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება, სარეცხი მანქანა
ნორმალურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
სარეცხ მანქანას
არასწორი
ტემპერატურის
წყალი მიეწოდება.
• ბოლომდე გახსენით ორივე ონკანი.
• დარწმუნდით, რომ ტემპერატურა სწორად არის შერჩეული.
• დარწმუნდით, რომ მილები შესაბამის ონკანებთანაა
დაკავშირებული. ამისათვის გახსენით წყლის ონკანები.
• დარწმუნდით, რომ წყლის გამაცხელებელი წყალს 49 °C
ტემპერატურამდე აცხელებს ონკანში. ასევე შეამოწმეთ წყლის
გამაცხელებელის ტევადობა და წარმადობა.
• ჩახსენით მილები და გაწმინდეთ ფილტრის ბადე. შეიძლება
ფილტრის ბადე იყოს დაბლოკილი.
• სარეცხი მანქანის ავსების დროს შეიძლება წყლის ტემპერატურა
შეიცვალოს, რადგან ავტომატური კონტროლის სისტემა მუდმივად
ამოწმებს შემავალი წყლის ტემპერატურას. ეს ნორმალურია.
• როდესაც ცივი ან თბილი ტემპერატურული რეჟიმია არჩეული,
სარეცხი მანქანის წყლით ავსების დროს შეიძლება შეამჩნიოთ,
რომ წყლის დოზატორიდან მხოლოდ ცხელი და/ან მხოლოდ ცივი
წყალი მოედინება. ეს ავტომატური ტემპერატურული კონტროლის
სისტემის ნორმალური ფუნქციაა, რადგან ამ დროს სარეცხი მანქანა
წყლის ტემპერატურას ზომავს.
ქართული
63
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 63
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 63
2024/1/22 14:30:18
2024/1/22 14:30:18