Текст страницы
ელექტროჩანგლის დენცქვიტადან ჩახსნის დროს არ გამოქაჩოთ დენის სადენი.
- დენცქვიტადან ჩახსნის დროს ხელი მოკიდეთ ელექტროჩანგალს.
- წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
ქართული
ამ მოწყობილობის მონტაჟის შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს ელექტროჩანგალთან, წყლის
მიწოდების ონკანებთან და სადრენაჟე მილებთან წვდომა.
სერვისის არაავტორიზებული პროვაიდერის მიერ შეკეთების, პროდუქტის დამოუკიდებლად შეკეთების
ან არაპროფესიონალური შეკეთების შემდეგ Samsung არ არის პასუხისმგებელი პროდუქტის რაიმე
დაზიანებაზე, ტრავმაზე ან პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე, რომლებიც
გამოწვეულია პროდუქტის შეკეთების ისეთი მცდელობით, რომლის დროს არ არის დაცული რემონტისა
და ტექნიკური მომსახურების მოცემული ინსტრუქციები. გარანტია არ ვრცელდება პროდუქტის რაიმე
დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია პროდუქტის შეკეთების მცდელობით სხვა პირის მიერ, გარდა
Samsung-ის სერვისის სერტიფიცირებული პროვაიდერისა.
მონტაჟთან დაკავშირებული გაფრთხილებები
გაფრთხილება
ეს მოწყობილობა ისე უნდა განთავსდეს, რომ ადვილი იყოს ელექტროჩანგალთან წვდომის
განხორციელება.
•
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება დენის გაჟონვა და შესაბამისად ელექტროჩხვლეტა ან
ხანძარი გამოიწვიოს.
მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს მყარ, სწორ ზედაპირზე, რომელიც გაუძლებს მის სიმძიმეს.
•
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება უჩვეულო ვიბრაციები, მოძრაობა, ხმაური და პროდუქტის
მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს.
გამოყენებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გაფრთხილებები
ფრთხილად
თუ თქვენი მოწყობილობა დაიტბორა, დაუყოვნებლივ გათიშეთ წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება და
დაუკავშირდით უახლოეს მომსახურების ცენტრს.
•
არ შეეხოთ ელექტროჩანგალს სველი ხელებით.
•
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა გამოიწვიოს.
თუ თქვენი მოწყობილობა უცნაურ ხმას გამოსცემს, დამწვრის სუნი იგრძენით ან კვამლი შენიშნეთ,
დაუყოვნებლივ გამორთეთ კვების სადენი და მომსახურების უახლოეს ცენტრს დაუკავშირდით.
•
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
აირის გაჟონვის შემთხვევაში (მაგალითად პროპანის, ბუნებრივი აირის და ა.შ.), დაუყოვნებლივ გაანიავეთ
ოთახი. არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ ელექტროჩანგალს. არ შეეხოთ მოწყობილობას ან დენის
კაბელს.
•
არ გამოიყენოთ ვენტილატორი.
•
ნაპერწკალმა შეიძლება აფეთქება ან ხანძარი გამოიწვიოს.
მოწყობილობის გადაგდებამდე მოხსენით სარეცხი მანქანის კარის ბერკეტი.
•
სარეცხი მანქანის კამერაში ჩაკეტვამ შეიძლება ბავშვის გაგუდვა გამოიწვიოს.
ქართული
9
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 9
SU-PJT_WASHER-MD_SimpleUX_DC68-04474A-01_KA.indd 9
2024/1/22 14:30:07
2024/1/22 14:30:07