Текст страницы
უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია
არ შეეხოთ დოლურას შიდა ზედაპირს უშუალოდ გაშრობის ციკლის დასრულების შემდეგ,
რადგან ამ დროს დოლურა ჯერ კიდევ ცხელია.
• ამან შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს.
კარის შუშა რეცხვისა და შრობისას ცხელდება. შესაბამისად, არ შეეხოთ კარის შუშას.
ამასთანავე, არ მისცეთ ბავშვებს უფლება, ითამაშონ სარეცხი მანქანის სიახლოვეს ან შეეხონ
კარის შუშას.
• ამან შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს.
არ შეყოთ ხელი სარეცხი საშუალების უჯრის ღიობში.
• ამან შეიძლება სხეულის დაზიანება გამოიწვიოს, რადგან შეიძლება სარეცხი საშუალების
შეტანის მექანიზმში ხელი მოგყვეთ.
როდესაც სარეცხ ფხვნილს იყენებთ, მოხსენით თხევადი სარეცხი საშუალების მიმმართველი
(მხოლოდ შესაბამისი მოდელები).
• წინააღმდეგ შემთხვევაში წყალმა შესაძლოა სარეცხი საშუალების უჯრის წინა მხარეს
გაჟონოს.
სარეცხ მანქანაში არ მოათავსოთ სხვა საგნები (ფეხსაცმელები, საკვების ნარჩენები,
ცხოველები) გარდა სარეცხისა.
• ამან შეიძლება ძლიერი ვიბრაციები, შედეგად კი სარეცხი მანქანის მწყობრიდან გამოსვლა,
ხოლო ცხოველების შემთხვევაში მათი დაშავება და სიკვდილი გამოიწვიოს.
ღილაკებზე დასაჭერად არ გამოიყენოთ ბასრი საგნები, მაგალითად ქინძისთავები, დანები,
ფრჩხილები და ა.შ.
• ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან სხეულის დაზიანება გამოიწვიოს.
არ გარეცხოთ სარეცხი, რომელიც დაბინძურებულია იმ ზეთებით, კრემებით ან ლოსიონებით,
რომლებსაც ჩვეულებრივ კანის მოვლის და მასაჟის სალონებში იყენებენ.
• ამან შეიძლება რეზინის შუასადების დეფორმაცია და შედეგად წყლის გაჟონვა გამოიწვიოს.
არ დატოვოთ ლითონის საგნები, მაგალითად ქინძისთავები, თმის სამაგრები ან მათეთრებელი
დოლურაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
• ამან შეიძლება დოლურას დაჟანგვა გამოიწვიოს.
• თუ დოლურას ზედაპირზე ჟანგის ნიშნებს შეამჩნევთ, მის ზედაპირზე დაიტანეთ
(ნეიტრალური) საწმენდი საშუალება და შემდეგ გაწმინდეთ ღრუბლის საშუალებით. არასოდეს
გამოიყენოთ ლითონის ჯაგრისი.
არ გამოიყენოთ ქიმიური წმენდის საშუალებები და არ გარეცხოთ, გაავლოთ და გაწუროთ
სარეცხი, რომელიც დაბინძურებულია ქიმიური წმენდის საშუალებებით.
• ზეთის ჟანგბადთან მიერთების პროცესის დროს გამოყოფილმა სითბომ შეიძლება
თვითაალება და ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს.
არ ჩაასხათ სარეცხ მანქანაში წყლის გაგრილების/გაცხელების მოწყობილობიდან გამოსული
წყალი.
• ამან შეიძლება სარეცხი მანქანის მუშაობას პრობლემები შეუქმნას.
ქართული
14
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 14
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 14
2025/2/25 18:37:29
2025/2/25 18:37:29