Текст страницы
მონტაჟთან დაკავშირებული მოთხოვნები
წყლის მიწოდება
კვების წყაროს პარამეტრები და
დამიწება
• გამოიყენეთ კონკრეტულად სარეცხი
მანქანისთვის განკუთვნილი
ინდივიდუალური წრედი.
ამ სარეცხი მანქანისთვის მიწოდებული
წყლის წნევა უნდა იყოს 50 კპა-დან 800 კპა-
მდე. 50 კპა-ზე ნაკლებ წნევას შესაძლოა
შედეგად ის მოყვეს, რომ წყლის სარქველი
სრულად არ დაიხუროს ან დოლურას შევსებას
უფრო დიდი დრო დასჭირდეს, რაც სარეცხი
მანქანის გამორთვას გამოიწვევს. წყლის
ონკანი განთავსებული უნდა იყოს სარეცხი
მანქანის უკანა კედლიდან მაქსიმუმ 120 სმ-ის
დაშორებით, რათა შემავალი წყლის მილი
მისწვდეს სარეცხ მანქანას.
გაჟონვის რისკის შესამცირებლად:
• დარწმუნდით, რომ წყლის ონკანი
ადვილად მისაწვდომ ადგილასაა
განთავსებული.
• როდესაც სარეცხ მანქანას არ იყენებთ,
ჩაკეტეთ ონკანები.
• რეგულარულად შეამოწმეთ შემავალი
წყლის მილის ფიტინგები.
სათანადო დამიწების უზრუნველსაყოფად,
თქვენს სარეცხ მანქანას გააჩნია დენის
სადენი, რომელიც აღჭურვილია სამ-
ღეროიანი, დამიწების კონტაქტის მქონე
ელექტროჩანგლით, რომელიც უნდა
შეერთდეს სათანადოდ დამონტაჟებულ და
დამიწებულ დენცქვიტაში.
თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი
დამიწების სისტემის შესაბამისობაში,
დაუკავშირდით კვალიფიციურ ელექტრიკოსს
ან მომსახურების ცენტრის სპეციალისტს.
არ მოახდინოთ თქვენს მოწყობილობასთან
ერთად მოწოდებული ელექტროჩანგლის
მოდიფიკაცია. თუ ის არ ერგება თქვენს
დენცქვიტას, დაუკავშირდით კვალიფიციურ
ელექტრიკოსს, რომელიც შესაბამის
დენცქვიტას დაგიმონტაჟებთ.
გაფრთხილება
ფრთხილად
სარეცხი მანქანის პირველად
გამოყენებამდე, შეამოწმეთ წყალი ხომ
არ ჟონავს წყლის სარქველის და ონკანის
შეერთების ადგილებიდან.
წყლისგან დაცლა
Samsung-ის რეკომენდაციაა გამოყენებულ
იქნას 60-90 სმ სიმაღლის დაწნევითი მილი.
წყლის დაცლის მილი დაწნევით მილს
შლანგის ცალუღით უნდა იყოს მიერთებული,
ხოლო დაწნევითი მილი სრულად უნდა
ფარავდეს წყლის დაცლის მილს.
• არ გამოიყენოთ გამაგრძელებელი სადენი.
• გამოიყენეთ მხოლოდ ის დენის სადენი,
რომელიც მოწოდებულია თქვენს სარეცხ
მანქანასთან ერთად.
• არ მიაერთოთ დამიწების სადენი
პლასტმასის წყალსადენ მილზე,
გაზსადენზე ან ცხელი წყლის მილზე.
• არასწორად დამონტაჟებულმა დამიწების
სადენმა შეიძლება ელექტროჩხვლეტა
გამოიწვიოს.
• არ მოხსნათ და არც შეცვალოთ
ელექტროკაბელის დამამიწებელი
წკირი ელექტროსაშიშროების რისკის
შესამცირებლად.
• თუ ელკვების დენცქვიტაში დამამიწებელი
წკირისთვის ნახვრეტი არ არის, გთხოვთ,
გამოიყენოთ დამატებითი დამამიწებელი
სადენი, რომელიც მოჰყვება ამ
მოწყობილობას.
ქართული
19
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 19
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 19
2025/2/25 18:37:30
2025/2/25 18:37:30