Текст страницы
• თუ SmartThings აპლიკაციასთან სარეცხი მანქანის დაკავშირების შემდეგ ინტერნეტ-კავშირის
პრობლემებს განიცდით, როუტერი გადაამოწმეთ.
• თუ Wi-Fi გამორთულია, შეეხეთ ღილაკს
რომ შეხვიდეთ ვარიანტების მენიუში და აირჩიეთ
Wi-Fi მის ჩასართავად.
• სარეცხი მანქანის Wi-Fi-ს ჩართვა საშუალებას გაძლევთ, დაუკავშირდეთ სარეცხ მანქანას
თქვენს ჭკვიან ტელეფონში ან პლანშეტში ჩაწერილი SmartThings აპლიკაციის მეშვეობით,
მიუხედავად იმისა, მიეწოდება თუ არა სარეცხ მანქანას დენი. მიუხედავად ამისა, სარეცხი
მანქანა ოფლაინ გამოჩნდება SmartThings აპლიკაციაში, როდესაც სარეცხი მანქანის Wi-Fi
გამორთულია.
• Smart Control ფუნქციის ჩართვამდე კარი დახურეთ.
• თუ სარეცხ მანქანას საკმაო დროის განმავლობაში იყენებთ SmartThings აპლიკაციასთან
დაკავშირების გარეშე, 3 წამის განმავლობაში დაინახავთ „ჭკვიანი კონტროლის“
შეტყობინებას.
• თუ სარეცხი მანქანის Wi-Fi არ არის დაკავშირებული AP-ს (წვდომის წერტილს), როდესაც
დენს გამორთავთ, Wi-Fiგამოირთვება.
Stay Connect
დააყენეთ Stay Connect ფუნქცია SmartThings აპლიკაციაში, რათა Smart Control ციკლის
დასასრულს ჩაირთოს. სარეცხი მანქანა შეინარჩუნებს კავშირს აპლიკაციასთან, ასე რომ, თქვენ
დამატებითი ინსტრუქციების გაგზავნას შეძლებთ როგორც შინიდან, ისე გარეთ ყოფნისას.
1. თუ Stay Connect ფუნქიას SmartThings აპლიაკაციაში გამორთავთ, სარეცხი მანქანა ციკლის
დასრულების შემდეგ მოლოდინის და ენერგიის დაზოგვის რეჟიმში დარჩება.
-
Stay Connect ფუნქცია აქტიური დარჩება 7 დღის განმავლობაში, თუ კარი დახურული იქნება.
2. როდესაც Stay Connect ფუნქცია აქტიურია, Smart Control, კარის დაბლოკვა და Wi-Fi (ვაი-ფაი)
ხატულები სარეცხი მანქანის ეკრანზე განათებული იქნება.
3. შეგიძლიათ მოხერხებულად აკონტროლოთ სარეცხი მანქანა გავლების, გაწურვის ან შრობის
ციკლების დამატებით SmartThings აპლიკაციის მეშვეობით.
შენიშვნა
• როდესაც ოპერაცია შეჩერდება, სარეცხი მანქანა მოლოდინის და ენერგიის დაზოგვის
რეჟიმში გადავა, თუნდაც მანქანა SmartThings აპლიკაციასთან იყოს მიერთებული.
• ზოგ ვითარებაში შესაძლოა განათებული იყოს მხოლოდ კარის დაბლოკვა-ის ხატულა.
SmartThings
Wi-Fi კავშირი
თქვენს ჭკვიან ტელეფონში ან პლანშეტში გადადით Settings (პარამეტრები)-ზე და ჩართეთ
უსადენო მიერთება, შემდეგ კი აირჩიეთ AP (წვდომის წერტილი).
• ეს მოწყობილობა მხარს უჭერს Wi-Fi 2,4 გჰც პროტოკოლს.
ქართული
51
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 51
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 51
2025/2/25 18:37:37
2025/2/25 18:37:37