Текст страницы
ტექნიკური მოვლა
გაწმენდა
სარეცხი მანქანის ზედაპირი
გამოიყენეთ რბილი ნაჭერი არააბრაზიული საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებით. სარეცხი
მანქანაზე წყალი არ მოასხუროთ.
ბადისებრი ფილტრი
წყლის მილის ბადისებრი ფილტრი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გაწმინდეთ.
1. გამორთეთ მანქანა და გამოაერთეთ დენის
სადენი.
2. დახურეთ წყლის ონკანი.
3. მოუშვით და მოხსენით წყლის მილი სარეცხი
მანქანის უკანა ნაწილიდან. მილს ნაჭერი
დააფარეთ, რათა წყალი არ გადმოვიდეს.
4. შემშვები სარქველიდან ბადისებრი ფილტრის
ამოსაღებად ბრტყელტუჩა გამოიყენეთ.
5. ღრმად ჩაუშვით ბადისებრი ფილტრი წყალში,
რათა ხრახნიანი კონექტორიც წყალში
ჩაშვებული აღმოჩნდეს.
6. სრულად გააშრეთ ბადისებრი ფილტრი.
7. დააბრუნეთ ბადისებრი ფილტრი შემშვებ
სარქველში და ხელახლა მიუერთეთ წყლის
მილი შემშვებ სარქველს.
8. გახსენით წყლის ონკანი.
შენიშვნა
თუ ბადისებრი ფილტრი დაბინძურებული იქნება, ეკრანზე გამოჩნდება საინფორმაციო კოდი
„Проверьте водоснабжение (შეამოწმეთ წყლის მიწოდება)“.
ქართული
56
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 56
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 56
2025/2/25 18:37:38
2025/2/25 18:37:38