Текст страницы
გაუმართაობის აღმოფხვრა
პრობლემა
მოქმედება
ციკლის დასრულების
შემდეგ სარეცხი
საშუალება უჯრაში
რჩება.
• დარწმუნდით, რომ სარეცხ მანქანას წყალი სათანადო წნევით
მიეწოდება.
• დარწმუნდით, რომ სარეცხ საშუალებას უჯრის ცენტრალურ
ნაწილში ათავსებთ.
• დარწმუნდით, რომ სარეცხი საშუალების განყოფილების
თავსახური სათანადოდაა დამაგრებული.
• თუ იყენებთ გრანულირებულ სარეცხ საშუალებას, დარწმუნდით
რომ სარეცხი საშუალების სელექტორი ზედა პოზიციაშია.
• მოხსენით სარეცხი საშუალების განყოფილების თავსახური და
გაწმინდეთ უჯრა.
შეიმჩნევა ძლიერი
ვიბრაცია ან ხმაური.
• დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანა სწორ, მყარ და არა-მცურავ
იატაკზე დგას. თუ იატაკის ზედაპირი სწორი არაა, დაარეგულირეთ
სარეცხი მანქანის სიმაღლე დასარეგულირებელი ფეხების
დატრიალებით.
• დარწმუნდით, რომ სატრანსპორტო ჭანჭიკები მოხსნილია.
• დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანა არ ეხება რაიმე სხვა საგანს.
• დარწმუნდით, რომ სარეცხის მანქანაში სარეცხი თანაბრადაა
განაწილებული.
• ნორმალური მუშაობის დროს ძრავი შეიძლება გარკვეულ ხმას
გამოსცემდეს.
• კომბინეზონების ან ლითონის მოსართავიანი ტანსაცმლის
რეცხვის დროს სარეცხმა მანქანამ შეიძლება ხმა გამოსცეს. ეს
ნორმალურია.
• ხმა შეიძლება ლითონის საგნებმა, მაგალითად მონეტებმა
გამოსცეს. გარეცხვის შემდეგ გამოიღეთ ეს საგნები დოლურადან ან
ფილტრის კორპუსიდან.
• ხელახლა გადაანაწილეთ სარეცხი. თუ მხოლოდ ერთ ნივთს
რეცხავთ, მაგალითად, სააბაზანოს ხალათს ან ჯინსის შარვალს,
საბოლოო წურვის ციკლი შეიძლება არასათანადოდ წარიმართოს
და ეკრანზე გამოჩნდეს „Перераспределите вещи и перезапустите
цикл (გადაანაწილეთ დაუბალანსებელი წონა და ხელახლა
გაუშვით)“ საკონტროლო შეტყობინება.
ქართული
62
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 62
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 62
2025/2/25 18:37:39
2025/2/25 18:37:39