Текст страницы
სანამ ჩართავთ
სარეცხი საშუალების უჯრასთან დაკავშირებული მითითებები
სარეცხი მანქანა აღჭურვილია სამგანყოფილებიანი დოზატორით: მარცხენა განყოფილება
განკუთვნილია ძირითადი რეცხვისთვის, ცენტრალური – ქსოვილის დამარბილებლისთვის,
ხოლო მარჯვენა – წინასწარი რეცხვისთვის.
1.
წინასწარი რეცხვის განყოფილება:
გამოიყენეთ წინასწარი რეცხვის სარეცხი
საშუალება ან სახამებელი.
A
2.
ძირითადი რეცხვის განყოფილება:
განკუთვნილია ძირითადი სარეცხი
საშუალებისთვის, წყლის დამარბილებლისთვის,
დალბობის საშუალებისთვის,
მათეთრებლისთვის და/ან ლაქების ამომყვანი
მასალისთვის.
3.
ქსოვილის დამარბილებლის განყოფილება:
განკუთვნილია დამატებითი საშუალებისთვის,
მაგალითად ქსოვილის დამარბილებლისთვის.
არ გადაცდეთ მაქსიმუმის ზოლს (A).
გაფრთხილება
• არ გამოაღოთ სარეცხი საშუალების უჯრა, როდესაც სარეცხი მანქანა ჩართულია.
• არ გამოიყენოთ შემდეგი სახის სარეცხი საშუალება:
-
აბის ან კაფსულის ტიპის
-
ბურთის ან ბადის ტიპის
• განყოფილების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მასში მოთავსებამდე
კონცენტრირებული ან გამდიდრებული ნივთიერებები (ქსოვილის დამარბილებელი ან
სარეცხი საშუალება) გამოყენებამდე წყალში უნდა გაზავდეს.
• როდესაც არჩეულია მოგვიანებით დასრულების ფუნქცია, არ დაიტანოთ სარეცხი საშუალება
უშუალოდ დოლურაზე. ამან შეიძლება სარეცხის ფერის შეცვლა გამოიწვიოს. როდესაც
არჩეულია მოგვიანებით დასრულების ფუნქცია, გამოიყენეთ სარეცხი საშუალების უჯრა.
• დოლურას გასაწმენდად არ გამოიყენოთ საწმენდი საშუალებები. დოლურაში ქიმიური
ნარჩენები აუარესებს რეცხვის ხარისხს.
• ყურადღებით იყავით, რომ ქსოვილის დამარბილებელი სარეცხი მანქანის სამუშაო
ზედაპირზე ან მართვის პანელზე არ მოხვდეს.
ქართული
36
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 36
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 36
2025/2/19 16:12:07
2025/2/19 16:12:07