Текст страницы
სპეციალური ფუნქციები
Smart Control (მხოლოდ შესაბამისი მოდელები)
შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ SmartThings აპლიკაციას და სარეცხი მანქანა დისტანციურად
აკონტროლოთ.
სარეცხი მანქანის დაკავშირება
1. ჩამოტვირთეთ და გახსენით SmartThings აპლიკაცია თქვენს ჭკვიან ტელეფონში ან
პლანშეტში (Android და iOS).
2. შეეხეთ ჩართვა-ს, რათა ჩართოთ სარეცხი მანქანა.
3. შეეხეთ და დააჭირეთ Smart Control
-ს.
a. სარეცხი მანქანა AP რეჟიმში გადავა და თქვენს ჭკვიან ტელეფონს ან პლანშეტს
მიუერთდება.
b. სარეცხი მანქანის ავთენტიფიკაციისთვის შეეხეთ Smart Control
-ს.
c. ავთენტიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ თქვენი სარეცხი მანქანა
წარმატებულად იქნება დაკავშირებული აპლიკაციასთან.
-
შეგიძლიათ SmartThings აპლიკაციაში ხელმისაწვდომი განსხვავებული ფუნქციები
გამოიყენოთ.
შენიშვნა
• თუ თქვენი სარეცხი მანქანა ვერ შეძლებს SmartThings აპლიკაციასთან დაკავშირებას,
ხელახლა სცადეთ.
• თუ SmartThings აპლიკაციასთან სარეცხი მანქანის დაკავშირების შემდეგ ინტერნეტ-კავშირის
პრობლემებს განიცდით, როუტერი გადაამოწმეთ.
• თუ Wi-Fi გამორთულია, შეეხეთ და დააჭირეთ ტემპერატურა
-სა Smart Control
-ს
ერთდროულად 3 წამის განმავლობაში მის ჩასართავად.
• სარეცხი მანქანის Wi-Fi-ს ჩართვა საშუალებას გაძლევთ, დაუკავშირდეთ სარეცხ მანქანას
თქვენს ჭკვიან ტელეფონში ან პლანშეტში ჩაწერილი SmartThings აპლიკაციის მეშვეობით,
მიუხედავად იმისა, მიეწოდება თუ არა სარეცხ მანქანას დენი. მიუხედავად ამისა, სარეცხი
მანქანა ოფლაინ გამოჩნდება SmartThings აპლიკაციაში, როდესაც სარეცხი მანქანის Wi-Fi
გამორთულია.
• Smart Control ფუნქციის ჩართვამდე კარი დახურეთ.
• თუ სარეცხ მანქანას საკმაო დროის განმავლობაში იყენებთ SmartThings აპლიკაციასთან
დაკავშირების გარეშე, 3 წამის განმავლობაში დაინახავთ „ჭკვიანი კონტროლის“
შეტყობინებას.
• თუ სარეცხი მანქანის Wi-Fi არ არის დაკავშირებული AP-ს (წვდომის წერტილს), როდესაც
დენს გამორთავთ, Wi-Fiგამოირთვება.
Stay Connect
დააყენეთ Stay Connect ფუნქცია SmartThings აპლიკაციაში, რათა Smart Control ციკლის
დასასრულს ჩაირთოს. სარეცხი მანქანა შეინარჩუნებს კავშირს აპლიკაციასთან, ასე რომ, თქვენ
დამატებითი ინსტრუქციების გაგზავნას შეძლებთ როგორც შინიდან, ისე გარეთ ყოფნისას.
ქართული
49
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 49
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 49
2025/2/19 16:12:10
2025/2/19 16:12:10