Текст страницы
ტექნიკური მოვლა
დაიცავით სარეცხი მანქანის სისუფთავე, რათა თავიდან აიცილოთ მწარმოებლურობის
შემცირება და გაახანგრძლივოთ მისი მოქმედების ვადა.
ОЧИСТКА БАРАБАНА+ (დოლურის გაწმენდა+)
რეგულალურად შეასრულეთ ეს ციკლი, რათა გაწმინდოთ დოლურა ბაქტერიებისგან. ეს ციკლი
წყალს 60 °C–70 °C-მდე აცხელებს და, ამასთანავე, აშორებს დაგროვებულ ჭუჭყს კარის რეზინის
შუასადებიდან.
1. სარეცხი მანქანის ჩასართავად დააჭირეთ ღილაკს ჩართვა.
2. დაატრიალეთ ციკლის სელექტორი, რათა აირჩიოთ ОЧИСТКА БАРАБАНА+ (დოლურის
გაწმენდა+).
3. დააჭირეთ და გეკავოთ ღილაკი დაწყება/შეჩერება.
შენიშვნა
• წყლის ტემპერატურა ОЧИСТКА БАРАБАНА+ (დოლურის გაწმენდის+) დაყენებულია 70°C-ზე,
რომლის შეცვლაც შეუძლებელია.
• რეკომენდებულია ყოველი 40 რეცხვის შემდეგ გაუშვათ ОЧИСТКА БАРАБАНА+ (დოლურის
გაწმენდის+) რეჟიმი.
• კირის ნადების თავიდან ასაცილებლად, დაამატეთ სარეცხი საშუალების სათანადო
რაოდენობა წყლის სიხისტის შესაბამისად ან სარეცხ საშუალებასთან ერთად წყლის
დამარბილებელი დაამატეთ.
ОЧИСТКА БАРАБАНА+ (დოლურის გაწმენდა+) შემახსენებელი
მოდელიდან გამომდინარე, ОЧИСТКА БАРАБАНА+ (დოლურის გაწმენდა+) შეხსენება არის
ხატულა ან შუქდიოდი.
ხატულების შემთხვევაში ხატულის ნათურა მართვის პანელზე აინთება.
შუქდიოდისთვის: შუქდიოდი ანათებს ОЧИСТКА БАРАБАНА+ (დოლურის გაწმენდა+)-ის გვერდით,
ან მართვის პანელის ოფციების არეში.
• ОЧИСТКА БАРАБАНА+ (დოლურის გაწმენდა+) შემახსენებელი მართვის პანელზე ყოველ
40 რეცხვაში ერთხელ აციმციმდება. რეკომენდებულია ОЧИСТКА БАРАБАНА+ (დოლურის
გაწმენდა+)- ის რეგულარულად ჩატარება.
• როდესაც პირველად შეამჩნევთ შემახსენებლის ციმციმს, შეგიძლიათ, უგულებელყოთ იგი 6
თანმიმდევრული რეცხვის განმავლობაში. მე-7-ე რეცხვიდან დაწყებული, შემახსენებლი აღარ
გამოჩნდება. მიუხედავად ამისა, ის კვლავ გამოჩნდება მე-40 რეცხვისას.
• „0“ შეტყობინება შესაძლოა ბოლო პროცესის დასრულების შემდეგაც დარჩეს.
• „0“ შეტყობინება რომც არ გაქრეს, მანქანა ნორმალურად განაგრძობს ფუნქციონირებას.
• ჰიგიენის დაცვის მიზნით რეკომენდებულია ამ ციკლის რეგულარული გაშვება.
ქართული
53
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 53
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 53
2025/2/19 16:12:10
2025/2/19 16:12:10