Текст страницы
საინფორმაციო კოდები
სარეცხი მანქანის გაუმართაობის შემთხვევაში, ეკრანზე შეიძლება გამოჩნდეს საინფორმაციო
კოდი. გაეცანით ქვემოთ მოცემულ ცხრილს და ეცადეთ მოძებნოთ შესაბამისი რეკომენდაცია.
კოდი
მოქმედება
წყლის მიწოდება არ ხდება.
4C
• დარწმუნდით, რომ წყლის ონკანი გახსნილია.
• დარწმუნდით, რომ წყლის მილები არ არის დაბლოკილი.
• დარწმუნდით, რომ წყლის ონკანები არ არის გაყინული.
• დარწმუნდით, რომ სარეცხ მანქანას წყალი სათანადო წნევით
მიეწოდება.
• დარწმუნდით, რომ ცივი და ცხელი წყლის ონკანები სათანადოდ არის
დაკავშირებული სარეცხ მანქანასთან.
• გაწმინდეთ ფილტრის ბადე, რადგან შეიძლება გაუმართაობა მისი
დაბინძურების ბრალი იყოს.
• ეკრანზე „4C“ კოდის გამოჩენის შემთხვევაში სარეცხი მანქანა წყლისგან
დაიცლება სამ წუთში. ამ პერიოდის განმავლობაში ჩართვის ღილაკი
აქტიური არ იქნება.
4C2
• დარწმუნდით, რო ცივი წყლის მიწოდების მილი მჭიდროდაა
დაკავშირებული ცივი წყლის ონკანთან. თუ ცივი წყლის მილს ცხელი
წყლის ონკანთან შეაერთებთ, ამან შეიძლება ზოგიერთი ციკლის დროს
სარეცხის დეფორმაცია გამოიწვიოს.
სარეცხი მანქანა წყლისგან არ იცლება.
5C
• დარწმუნდით, რომ წყლის გამოსაშვები მილი არ არის გაყინული ან
დაბლოკილი.
• დარწმუნდით, რომ წყლის გამოსაშვები მილი სწორად არის
მორგებული. მისი მდგომარეობა დამოკიდებულია შეერთების ტიპზე.
• გაწმინდეთ ნარჩენების ფილტრი, რომელიც შეიძლება დაბინძურებული
იყოს.
• შეამოწმეთ წყლის გამოსაშვები მილი მთელს სიგრძეზე, სადრენაჟე
სისტემამდე და დარწმუნდით, რომ არ არის გადაგრეხილი.
• თუ ეს საინფორმაციო კოდი ეკრანიდან არ გაქრება, დაუკავშირდით
კლიენტთა მომსახურების ცენტრს.
სარეცხი მანქანის მუშაობა ღია კარით.
dC
- დარწმუნდით, რომ კარი სათანადოდაა დაკეტილი.
- დარწმუნდით, რომ სარეცხი არ არის მოყოლილი დახურულ კარებში.
სარეცხი მანქანიდან წყალი გადმოდის.
OC
• ბრუნვის ციკლის შემდეგ ხელახლა ჩართეთ.
• თუ ეს საინფორმაციო კოდი ეკრანიდან არ გაქრება, დაუკავშირდით
Samsung-ის ადგილობრივ მომსახურების ცენტრს.
ქართული
65
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 65
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 65
2025/2/19 16:12:11
2025/2/19 16:12:11