Текст страницы
ნაბიჯი 4 შეაერთეთ წყლის მილი
მოწოდებული წყლის მილი სხვადასხვა მოდელებისთვის შეიძლება განსხვავებული იყოს.
გთხოვთ გაეცნოთ მოწოდებული წყლის მილის მონტაჟთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს.
ხრახნიან წყლის ონკანთან შეერთება
1. მიუერთეთ წყლის მილი წყლის ონკანს,
დაატრიალეთ კონექტორი საათის ისრის
მიმართულებით, როგორც ეს სურათზეა
ნაჩვენებია.
2. მილის მეორე ბოლო მიუერთეთ სარეცხი
მანქანის უკან არსებულ წყლის შესასვლელ
სარქველს. მოსაჭერად მილი დაატრიალეთ
საათის ისრის მიმართულებით.
3. გახსენით წყლის ონკანი და დააკვირდით,
შეერთების ადგილიდან წყალი ხომ არ ჟონავს.
გაჟონვის აღმოჩენის შემთხვევაში ეს ნაბიჯი
გაიმეორეთ.
ფრთხილად
წყლის გაჟონვის დაფიქსირების შემთხვევაში გამორთეთ სარეცხი მანქანა და ჩახსენით
ის კვების წყაროდან. ამის შემდეგ, თუ წყალი მილიდან ჟონავს, დაუკავშირდით Samsung-
ის ადგილობრივ მომსახურების ცენტრს, ხოლო თუ ონკანიდან ჟონავს, დაუკავშირდით
სანტექნიკოსს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა გამოიწვიოს.
ქართული
25
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 25
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 25
2025/2/19 16:12:05
2025/2/19 16:12:05