Текст страницы
ნაბიჯი 2 ცარიელი ჯიბეები
ყველა გასარეცხი ნივთის ჯიბე დაცალეთ
• ლითონის საგნებმა, როგორიცაა მონეტები, ქინძისთავები და ბალთები ტანსაცმელზე,
შესაძლოა დააზიანოს, როგორც სხვა სარეცხი, ასევე დოლურა.
ღილებიანი და ნაქარგიანი ტანსაცმელი ამოაბრუნეთ
• თუ შარვლის ან ქურთუკის ელვაშესაკრავი რეცხვისას გახსნილია, ამან შესაძლოა დოლურა ან
ტანსაცმელი დააზიანოს. ელვაშესაკრავი უნდა დაიხუროს და თასმით დაფიქსირდეს.
• გრძელიკ თასმის მქონე ტანსაცმელი შესაძლოა სხვა ტანსაცმელში გადაიხლართოს. რეცხვის
დაწყებამდე თასმები აუცილებლად შეკარით.
ნაბიჯი 3 გამოიყენეთ სარეცხი ბადე
• ბიუსჰალტერები (წყლით რეცხვადი) სარეცხ ბადეში უნდა მოთავსდეს. ბიუსჰალტერების
ლითონის ნაწილებმა შესაძლოა გახიოს ქსოვილი და სხვა სარეცხი დააზიანოს.
• მცირე, მსუბუქი ტანსაცმელი, როგორიცაა წინდები, ხელთათმანები, გეტრები და
ცხვირსახოცები შესაძლოა კარის სიახლოვეს გაიჭედოს. ისინი სარეცხის წვრილ ბადეში
მოათავსეთ.
• ნუ გარეცხავთ თვით სარეცხ ბადეს მასში სარეცხის გარეშე. ამან შესაძლოა უჩვეულო
ვიბრაცია გამოიწვიოს, რასაც შედეგად შესაძლოა სარეცხი მანქანის გადაადგილება და
სხეულის დაზიანება მოყვეს.
ნაბიჯი 4 წინასწარი რეცხვა (აუცილებლობის შემთხვევაში)
აირჩიეთ წინასწარი რეცხვის ვარიანტი შერჩეული ციკლისთვის, თუ ტანსაცმელი ძალიან
ჭუჭყიანია. წინასწარი რეცხვის ვარიანტის არჩევისას მთავარ სარეცხ განყოფილებაში
აუცილებლად სარეცხი ფხვნილი მოათავსეთ.
ნაბიჯი 5 განსაზღვრეთ სარეცხის მოცულობა
სარეცხი მანქანა არ გადატვირთოთ. გადატვირთვას შესაძლოა შედეგად არასათანადო რეცხვა
მოყვეს. ტანსაცმლის სახეობის მიხედვით წონის შესახებ იხილეთ გვერდი 44.
შენიშვნა
საწოლის თეთრეულის ან გადასაფარებლების რეცხვისას რეცხვის დრო შესაძლოა გაიზარდოს
ან წურვის ეფექტურობა შემცირდეს. საწოლის თეთრეულისა და გადასაფარებლებისთვის წურვის
რეკომენდებული სიჩქარეა 800 ბრ/წთ, ხოლო წონა – 2,0 კგ ან ნაკლები.
გაფრთხილება
• არადაბალანსებულმა სარეცხმა შესაძლოა შეამციროს წურვის ეფექტურობა.
• არ მიაჯახუნოთ კარი. კარი ფრთხილად დახურეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარი შესაძლოა
სათანადოდ არ დაიხუროს.
ქართული
33
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 33
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 33
2025/2/19 16:12:06
2025/2/19 16:12:06