Инструкция водонагреватель электрический Ariston PRO1 ECO ABS PW 150 V

Страница 46 (стр. 46 из 56)

Бренд: Ariston

Страница 46 документа Водонагреватель электрический Ariston PRO1 ECO ABS PW 150 V. Раздел: Водонагреватели электрические. Бренд: Ariston.

Текст страницы

GE

უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
გაფრთხილება !

1.
ეს სახელმძღვანელო ამ პროდუქტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გაუფრთხილდით მას,
შეინახეთ მოწყობილობასთან ერთად და მისი მომხმარებლის/მფლობელის შეცვლის შემთხვევაში,
ეს სახელმძღვანელოც მას გადაეცით.

2.
ყურადღებით გაეცანით ამ სახელმძღვანელოში მოცემულ ინსტრუქციებს და გაფრთხილებებს,
რადგან მათში მოცემულია ამ მოწყობილობის უსაფრთხო მონტაჟთან, გამოყენებასთან და
მოვლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

3.
ამ მოწყობილობის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა მოხდეს კვალიფიციური
სპეციალისტის მიერ ადგილობრივი კანონმდებლობის და ჯანდაცვისა და უსაფრთხოების
რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად. ტერმინალის ბლოკის გახსნამდე ყველა ელექტრული
კვების წრედი გათიშული უნდა იყოს.

4.
ეს მოწყობილობა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. მწარმოებელი
არ არის პასუხისმგებელი ზიანზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ამ მოწყობილობის
არასათანადო ან არასწორი ექსპლუატაციით ან წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული
ინსტრუქციების უგულვებელყოფით.

5.
არასწორმა მონტაჟმა შეიძლება ქონების დაზიანება და ადამიანის ან ცხოველების დაშავება
გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი მიყენებულ ზიანზე.

6.
შესაფუთი მასალები (სტეპლერის ტყვიები, პლასტიკური პაკეტები, პოლისტიროლის გაშლილი
ლენტები და ა.შ.) ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ, რადგან ამ მასალებს
სხეულის სერიოზული დაზიანების გამოწვევა შეუძლია.

7.
ეს მოწყობილობა არ უნდა იქნას გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვების, შეზღუდული ფიზიკური,
სენსორული ან გონებრივი შესაძლებლობის მქონე, ან სათანადო ცოდნის და გამოცდილების
არმქონე პირთა მიერ მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ზედამხედველობის ან მისგან
ამ მოწყობილობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მითითებების მიღების გარეშე. არ მისცეთ
ბავშვებს ამ მოწყობილობით თამაშის უფლება. ამ მოწყობილობის წმენდა და მოვლა არ უნდა
განხორციელდეს მეთვალყურეობის გარეშე დატოვებული ბავშვების მიერ.

8.
ნებისმიერი სარემონტო და ტექმომსახურების, წყალგაყვანილობასთან და ელექტროობასთან
მიერთების სამუშაოები უნდა განხორციელდეს კვალიფიცირებული სპეციალისტების მიერ,
მხოლოდ ორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენებით. ზემოთ აღნიშნული ინსტრუქციების
შეუსრულებლობამ შეიძლება საფრთხეები წარმოშვას. ამ შემთხვევაში მწარმოებელი არ არის
პასუხისმგებელი მიყენებულ ზიანზე.

9.
ცხელი წყლის ტემპერატურა რეგულირდება თერმოსტატის საშუალებით, რომელსაც ასევე
უსაფრთხოების სისტემის ფუნქცია აკისრია, რადგან ის მოწყობილობას გადახურებისგან იცავს.

10. ელექტრულ ქსელთან შეერთება უნდა მოხდეს ამ სახელმძღვანელოში მითითებული ინსტრუქციების
შესაბამისად.

11. თუ მოწყობილობა აღჭურვილია დენის კაბელით, ამ უკანასკნელის შეცვლა უნდა განხორციელდეს
უფლებამოსილი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლის ან კვალიფიციური სპეციალისტის მიერ.

12. ექსპლუატაციიდან ამოღების ან ნულზე დაბალ ტემპერატურულ გარემოში მოთავსების შემთხვევაში
ეს მოწყობილობა წყლისგან უნდა დაიცალოს.

13. არ მოათავსოთ აალებადი მასალები ამ მოწყობილობაზე ან მის სიახლოვეს.

46

Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

ARISTON PRO1 ECO INOX ABS PW 50 V

68 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

ARISTON PRO1 ECO INOX ABS PW 50 V

68 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

ARISTON PRO1 R INOX ABS 100

68 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

ARISTON PRO1 R INOX ABS 100

68 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

Aceline D30-15F2, D50-15F2, D80-15F2, D100-15F2

20 стр.