Инструкция водонагреватель электрический Ariston PRO1 R INOX ABS 80 V

Страница 48 (стр. 48 из 68)

Бренд: Ariston

Страница 48 документа Водонагреватель электрический Ariston PRO1 R INOX ABS 80 V. Раздел: Водонагреватели электрические. Бренд: Ariston.

Текст страницы

GE

3. ჩართვა და მუშაობა
3.1. გამოყენება
3.1.1. გადაკეტეთ ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის ცხელი წყლის მიწოდება. წყლის გამაცხელებლის
ელექტროკვების წყაროსთან მიერთებამდე აუცილებლად შეავსეთ ავზი წყლით. ამისათვის გახსენით ცხელი
წყლის ონკანი შემრევზე, შემდეგ წყლის გამაცხელებელში ცივი წყლის მიწოდების ონკანი.
3.1.2. როგორც კი წყალგამაცხელებლი აივსება, შემრევიდან წამოვა წყალი. შეამოწმეთ მილტუჩი გადენის
არსებობაზე. საჭიროების შემთხვევაში მოახდინეთ მისი დაფიქსირება და მოუჭირეთ ქანჩები მილტუჩზე.
3.1.3. დაკეტეთ ცხელი წყლის ონკანი შემრევზე.
3.1.4. შეაერთეთ მოწყობილობა ელექტროკვების წყაროში.
3.2. ტემპერატურის რეგულირება
3.2.1. მოდელებში, რომლებიც აღჭურვილია ტემპერატურის გარე რეგულატორებით, წყლის გათბობის
ტემპერატურა შეიძლება დარეგულირდეს თერმოსტატთან შერთებული სახელურით ნიშნების შესაბამისად.
3.2.2. ტემპერატურა მიეთითება რეგულირების სახელურის ბრუნვით, საათის ისრის მიმართულებით, გათბობის
ტემპერატურის გასაზრდელად და საათის ისრის წინააღმდეგ მისი შემცირებისთვის.
3.2.3. ინდიკატორის ნათურა მუდმივად იქნება ანთებული გათბობის ფაზის დროს და ჩაქრება მითითებული
ტემპერატურის მიღწევის შემდეგ.
3.2.4. თუ მოდელს არ გააჩნია ტემპერატურის გარე რეგულატორი, მისი დამონტაჟება შეიძლება თერმოსტატის
მარეგულირებელი სახელურით, რომელიც აღნიშნულია ნიშნებით „+“ და „-„. ამისათვის საჭიროა
წყალგამაცხელებლის ელექტროკვების წყაროდან გამორთვა და მოწყობილობის პლასტმასის ხუფის მოხსნა.
3.2.5. რეკომენდებულია თერმოსტატის მარეგულირებელი ხრახნის დაყენება მდგომარეობაში, რომელიც
შეესაბამება მაქსიმალურის დაახლოებით 75%-ს. ამ შემთხვევაში აპარატი მუშაობს ეკონომიურ რეჟიმში,
მინადუღის წარმოქმნის სიჩქარის მნიშვნელოვნად შემცირებით.
4. ტექნიკური მომსახურება და რემონტი
ყურადღება! ნუ შეეცდებით მოწყობილობის დამოუკიდებლად შეკეთებას. ყველა ტექნიკური და სარემონტო
სამუშაო უნდა შეასრულოს კვალიფიცირებულმა სპეციალისტმა უსაფრთხოების წესების, ასევე მოცემულ
სახელმძღვანელოში მოცემული მოთხოვნების დაცვით.
4.1. წყლის დაცლა
აუცილებელია წყლის დაცლა წყლის გამაცხელებლიდან, თუ მოწყობილობის დამონტაჟების ადგილას არსებობს
ტემპერატურის 0°C-ზე ქვევით ვარდნის ალბათობა.
4.1.1. გამორთეთ მოწყობილობის ელექტროკვება.
4.1.2. დარწმუნდით, რომ წყლის ტემპერატურა მოწყობილობაში უსაფრთხოა.
4.1.3. გადაკეტეთ ცივი წყლის მიწოდება წყლის გამაცხელებელში.
4.1.4. გააღეთ ცხელი წყლის ონკანი შემრევზე ავზის შიგნით წნევის დასაგდებად.
4.1.5. ავზში ჰაერის წვდომის უზრუნველსაყოფად, გახსენით ჩამკეტი ონკანი სამკაპზე, რომელიც დაყენებულია
ცხელი წყლის გამოსასვლელზე გამაცხელებელიდან (მონიშნულია წითელი რგოლით). მისი არარსებობის
შემთხვევაში საჭიროა წყლის გამაცხელებლის გამოსასვლელზე შეერთებების დემონტაჟი.
4.1.6. შეუერთეთ კანალიზაციაში მიმართული სადრენაჟო მილი ჩამკეტ ონკანს სამკაპზე, რომელიც დაყენებულია
წყალგამაცხელებელში ცივი წყლის შესასვლელზე (მონიშნულია ლურჯი რგოლით) და გახსენით ის. მისი
არარსებობის შემთხვევაში სადრენაჟო მილი უნდა დაყენდეს შესასვლელზე წყალგამაცხელებელში.
4.1.7. წყლის დაცლის შემდეგ დარწმუნდით, რომ წყალი არ არის წყლის გამაცხელებელში.
წყლის გაყინვა წყლის გამაცხელებლის შიგნით იწვევს შეუქცევად ცვლილებებს და დეფექტებს. ამ შემთხვევაში,
მწარმოებელი თავიდან იხსნის ყველა საგარანტიო ვალდებულებას.
4.2. შიდა ელემენტების შეცვლა.
სამუშაოების დაწყებამდე გამორთეთ მოწყობილობა ელექტროკვების წყაროდან და გადმოასხით წყალი
წყალგამაცხელებლიდან. მოხსენით მოწყობილობის ხუფი.
თერმოსტატის შეცვლისთვის გათიშეთ იგი კვების წრედიდან და ამოხრახნეთ სამაგრი ხრახნები. გამათბობელი
ელემენტის და მაგნეზიუმის ანოდის (მოდელები ავტოკლავიანი მილტუჩით) შესაცვლელად მოუშვით ქანჩი
(D ნახ. 3), მოხსენით მილტუჩის დამჭერი (S ნახ. 3), დააწექით მილტუჩას შიგნით (F ნახ. 3). ამოიღეთ მილტუჩა
ღერძის გარშემო მისი შემობრუნებით. გამათბობელი ელემენტის და მაგნეზიუმის ანოდის (მოდელები მილტუჩით
5 ჭანჭიკით) შესაცვლელად, ამოხრახნეთ 5 ქანჩი (C ნახ. 4) და მოხსენით მილტუჩი (F ნახ. 4).
ნებისმიერი სარემონტო ან მომსახურების ოპერაციის ჩატარებამდე გამორთეთ მოწყობილობა ელექტრო ქსელიდან.
გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებელის ქარხნის მიერ გამოშვებული სათადარიგო ნაწილები.
4.3. რეგულარული მომსახურება
4.3.1. მაგნეზიუმის ანოდი
მაგნეზიუმის ანოდი წარმოადგენს წყლის შემცველი ავზის და გამათბობელი ელემენტის
კოროზიისგან დაცვის სისტემის განუყოფელ ნაწილს. აუცილებელია ყოველწლიურად მაგნეზიუმის
ანოდის მდგომარეობის შემოწმება. ძლიერი ცვეთის დროს აუცილებელია მაგნეზიუმის
ანოდის შეცვლა. გარანტია წყლის შემცველ ავზსა და გამათბობელ ელემენტზე გაცვეთილი
მაგნეზიუმის ანოდის შემთხვევაში (ნარჩენი მოცულობა თავდაპირველიდან 30%-ზე ნაკლებია)
ძალადაკარგულია. აუცილებელია მაგნეზიუმის ანოდის არანაკლებ ყოველ 24 თვეში ერთხელ შეცვლა
(წყალგამაცხელებლების გარდა უჟანგავი ფოლადის წყლის შემცველის ავზით).
მაგნეზუმის ანოდი არის სახარჯო მასალა და არ ექვემდებარევა შეცვლას გარანტიით.
4.3.2. დამცავი სარქველი
დამცავი სარქველი ხელს უშლის წყლის დაბრუნებას წყალგამაცხელებლიდან ცივი წყლის
მომარაგების მაგისტრალში მისი არარსებობის შემთხვევაში; უზრუნველყოფს ჭარბი წნევის
დაწევას, რომელიც წარმოიქმნება შიდა ავზში, წყლის გაცხელების შედეგაც წყლის მოცულობის
ზრდის გამო, ცივი წყლის მომარაგების მაგისტრალში (შიდა ავზსა და ცივი წყლის მომარაგების
მაგისტრალს შორის ერთზე მეტი ატმოსფერის მქონე წნევისას) ან/და დამცავი სარქველის
სადრენჟო ხვრელით. რეგულარულად შეამოწმეთ, რომ დამცავისარქველი (დაცვის მოწყობილობა
ჭარბი წნევისაგან) არ იყოს დაბლოკილი ან დაზიანებული. საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ
იგი ან მოაცილეთ კირიანი ნადები. თუ დამცავი სარქველი აღჭურვილია ბერკეტით, უკანასკნელის აწევა შეიძლება
გამოყენებულ იქნას სარქველის გამართული მუშაობის რეგულარული შემოწმებისათვის. გათბობის რეჟიმში
დამცავი სარქველის სადრენაჟო ხვრელიდან შესაძლებელია წყლის წვეთების გაჩენა. ეს არის ბუნებრივი პროცესი,
რომელიც დაკავშირებულია წყლის თერმულ გაფართოებასთან გათბობის პროცესში. რეკომენდირებულია დამცავი
სარქვლის სადრენაჟო ხვრელის კანალიზაციის სისტემასთან შეერთება. წყალსადენის ქსელის 5 ბარზე მაღალი
წნევის დროს აუცილებელია დამცავი სარქველის წინ წყლის წნევის რედუქტორის დაყენება.

48

Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

ARISTON PRO1 ECO INOX ABS PW 50 V

68 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

ARISTON PRO1 ECO INOX ABS PW 50 V

68 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

ARISTON PRO1 R INOX ABS 100

68 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

ARISTON PRO1 R INOX ABS 100

68 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Водонагреватели и котлы отопления / Водонагреватели электрические

Aceline D30-15F2, D50-15F2, D80-15F2, D100-15F2

20 стр.