Текст страницы
•
კარდიოსტიმულატორების მწარმოებლები გირჩევენ,
მოწყობილობასა და კარდიოსტიმულატორს შორის
მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 15 სმ, რათა მოხდეს
კარდიოსტიმულატორის პოტენციური შეფერხების
თავიდან აცილება. თუ კარდიოსტიმულატორს იყენებთ,
იქონიეთ მოწყობილობა კარდიოსტიმულატორის
საპირისპირო მხარეს და არ ატაროთ მოწყობილობა წინა
ჯიბით.
•
მოწყობილობის გამოყენებისას გაეცანით ადგილობრივ
კანონმდებლობას და რეგულაციებს. უბედური
შემთხვევების რისკის შესამცირებლად, არ გამოიყენოთ
თქვენი უსადენო მოწყობილობა მანქანის მართვის დროს.
•
მოერიდეთ მოწყობილობის გამოყენებას მტვრიან,
ნესტიან ან ჭუჭყიან ადგილას ან მაგნიტურ ველთან
ახლოს.
•
დამუხტვისას ადაპტერი უნდა იყოს ჩართული
ახლომდებარე და ადვილად ხელმისაწვდომ როზეტში.
გამოიყენეთ აპრობირებული დენის ადაპტერები და
დამტენები.
•
გამოაერთეთ დამტენი როზეტიდან და მოწყობილობიდან,
როცა არ იყენებთ.
•
არ გამოიყენოთ, შეინახოთ ან მოახდინოთ
მოწყობილობის ტრანსპორტირება აალებადი და
ფეთქებადი ნივთიერებების (მაგალითად, ბენზინ-
გასამართი სადგური, ნავთობის საწყობი, ქიმიური
ქარხანა) შენახვის ადგილზე. ასეთ გარემოში
მოწყობილობის გამოყენება ზრდის აფეთქებისა და
ხანძრის გაჩენის საშიშროებას.
•
მოარიდეთ კვების ელემენტი ცეცხლს, ზედმეტ სიცხესა
და მზის პირდაპირ სხივებს. არ მოათავსოთ ის
გამათბობელ მოწყობილობებზე ან მოწყობილობებში. არ
დაშალოთ, შეცვალოთ, გადააგდოთ ან გაჭყლიტოთ ის. არ
ჩადოთ მასში უცხო საგნები, არ ჩაძიროთ სითხეებში და
მოარიდეთ გარე ძალის ან ზეწოლის ზემოქმედებას,
რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი გაჟონვა,
გადახურება, ცეცხლის გაჩენა და აფეთქებაც კი.
•
ხანძრისა და დენის დარტყმის რისკის შესამცირებლად
მოარიდეთ ადაპტერი და აქსესუარები წყალსა და
ტენიანობას. არ მოათავსოთ ადაპტერი სითბოს
წყაროებთან, როგორიცაა მიკროტალღური ღუმელი,
ღუმელი ან რადიატორი. არ შეეხოთ ადაპტერს ან
მოწყობილობას სველი ხელებით. ამან შეიძლება
გამოიწვიოს მოკლე ჩართვა, მწყობრიდან გამოსვლა ან
დენის დარტყმა. არ დაიშალოთ ან შეაკეთოთ ადაპტერი
თავად. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოაერთეთ
ადაპტერი დენის წყაროდან და მოწყობილობიდან და
დახმარებისთვის მიმართეთ ავტორიზებულ
სერვისცენტრს ან დილერს.
•
იმისათვის, რომ დაადგინოთ, ხელს შეუშლის თუ არა
მოწყობილობის გამოყენება თქვენი სამედიცინო
მოწყობილობის მუშაობას, გაიარეთ კონსულტაცია
ექიმთან და მოწყობილობის მწარმოებელთან.
2