ქართულიმოწყობილობის ჩასართავად დააჭირეთ და დააყოვნეთ ჩართვის ღილაკზე, სანამ ეკრანი ჩაირთვება.ხმის ღილაკიჩართვის ღილაკი/თითის ანაბეჭდის სენსორიგარნიტურის ჯეკიUSB Type-C პორტიბარათის ბუდე მოწყობილობის დასაყენებლად მიჰყევით შემდეგ სურათებზე მოცემულ მითითებებს.•4G სერვისი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქვს თქვენი ქსელის ოპერატორს მისი მხარდაჭერა და რამდენად უზრუნველყოფს შესაბამის სერვისებს. 4G სერვისის გასააქტიურებლად დაუკავშირდით თქვენს ოპერატორს.•გარკვეულ ზონებში ქსელის ინტერფერენციის გამო 4G შეიძლება მიუწვდომელი იყოს.ინფორმაცია უსაფრთხოებაზემოწყობილობის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ უსაფრთხოების ყველა ინფორმაცია.ექსპლუატაცია და უსაფრთხოება• სმენის შესაძლო დაზიანების თავიდან ასაცილებლად, არ მოუსმინოთ მაღალ ხმაზე დიდი ხნის განმავლობაში.•პროდუქტის შესაფერისი ტემპერატურა: ექსპლუატაციისთვის 0°C-დან 35°C-მდე, შენახვისთვის -20°C-დან 45°C-მდე. ადაპტერის შესაფერისი ტემპერატურა: ექსპლუატაციისთვის -10°C-დან 45°C-მდე, შენახვისთვის -40°C-დან 70°C-მდე. რეკომენდებულ დონეზე მაღალმა ან დაბალმა ტემპერატურამ შეიძლება მოწყობილობა დააზიანოს.•კარდიოსტიმულატორების მწარმოებლები გირჩევენ, მოწყობილობასა და კარდიოსტიმულატორს შორის მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 15 სმ, რათა მოხდეს კარდიოსტიმულატორის პოტენციური შეფერხების თავიდან აცილება. თუ კარდიოსტიმულატორს იყენებთ, იქონიეთ მოწყობილობა კარდიოსტიმულატორის საპირისპირო მხარეს და არ ატაროთ მოწყობილობა წინა ჯიბით.•მოწყობილობის გამოყენებისას გაეცანით ადგილობრივ კანონმდებლობას და რეგულაციებს. უბედური შემთხვევების რისკის შესამცირებლად, არ გამოიყენოთ თქვენი უსადენო მოწყობილობა მანქანის მართვის დროს.•მოერიდეთ მოწყობილობის გამოყენებას მტვრიან, ნესტიან ან ჭუჭყიან ადგილას ან მაგნიტურ ველთან ახლოს.•დამუხტვისას ადაპტერი უნდა იყოს ჩართული ახლომდებარე და ადვილად ხელმისაწვდომ როზეტში. გამოიყენეთ აპრობირებული დენის ადაპტერები და დამტენები.•გამოაერთეთ დამტენი როზეტიდან და მოწყობილობიდან, როცა არ იყენებთ.•არ გამოიყენოთ, შეინახოთ ან მოახდინოთ მოწყობილობის ტრანსპორტირება აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების (მაგალითად, ბენზინ-გასამართი სადგური, ნავთობის საწყობი, ქიმიური ქარხანა) შენახვის ადგილზე. ასეთ გარემოში მოწყობილობის გამოყენება ზრდის აფეთქებისა და ხანძრის გაჩენის საშიშროებას.•მოარიდეთ კვების ელემენტი ცეცხლს, ზედმეტ სიცხესა და მზის პირდაპირ სხივებს. არ მოათავსოთ ის გამათბობელ მოწყობილობებზე ან მოწყობილობებში. არ დაშალოთ, შეცვალოთ, გადააგდოთ ან გაჭყლიტოთ ის. არ ჩადოთ მასში უცხო საგნები, არ ჩაძიროთ სითხეებში და მოარიდეთ გარე ძალის ან ზეწოლის ზემოქმედებას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი გაჟონვა, გადახურება, ცეცხლის გაჩენა და აფეთქებაც კი.•ხანძრისა და დენის დარტყმის რისკის შესამცირებლად მოარიდეთ ადაპტერი და აქსესუარები წყალსა და ტენიანობას. არ მოათავსოთ ადაპტერი სითბოს წყაროებთან, როგორიცაა მიკროტალღური ღუმელი, ღუმელი ან რადიატორი. არ შეეხოთ ადაპტერს ან მოწყობილობას სველი ხელებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა, მწყობრიდან გამოსვლა ან დენის დარტყმა. არ დაიშალოთ ან შეაკეთოთ ადაპტერი თავად. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოაერთეთ ადაპტერი დენის წყაროდან და მოწყობილობიდან და დახმარებისთვის მიმართეთ ავტორიზებულ სერვისცენტრს ან დილერს.•იმისათვის, რომ დაადგინოთ, ხელს შეუშლის თუ არა მოწყობილობის გამოყენება თქვენი სამედიცინო მოწყობილობის მუშაობას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და მოწყობილობის მწარმოებელთან.•დაიცავით საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების მიერ დადგენილი ყველა წესი და რეგულაცია.•დაიცავით ბავშვების უსაფრთხოების ყველა წესი. ადაპტერი და მისი კაბელი სათამაშო არ არის. ზოგიერთი ადაპტერის კაბელი დახრჩობის საშიშროებას ქმნის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მისცეთ ბავშვებს საშუალება, ადაპტერი ან მისი კაბელი პირში ჩაიდონ. ეს ადაპტერი და კაბელი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის.•ნუ ეცდებით, თავად შეცვალოთ კვების ელემენტი — შესაძლოა, ელემენტი დააზიანოთ, რამაც შეიძლება გადახურება, ხანძარი და დაზიანება გამოიწვიოს. მოწყობილობაში ჩაშენებული კვების ელემენტის მომსახურება უნდა მოხდეს HONOR-ის ან სერვისის ავტორიზებული პროვაიდერის მიერ.•ნებისმიერ პოტენციურად ფეთქებად გარემოში გამოურთეთ მოწყობილობას ელკვება და მიჰყევით ყველა ნიშანსა და ინსტრუქციას.•თქვენი მოწყობილობა აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებსაც გვთავაზობს IP64 (IEC 60529).ინფორმაცია გადაგდებასა და უტილიზაციაზე სიმბოლო პროდუქტზე, აქსესუარებზე, კვების ელემენტებზე, ლიტერატურაზე ან შეფუთვაზე ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც გამოსადეგად ვარგისი აღარ იქნება, პროდუქტი, მისი ელექტრონული აქსესუარები (მათ შორის, ადაპტერი/დამტენი, ყურსასმენი და USB კაბელი) და კვების ელემენტები უნდა მიიტანოთ ნარჩენების შეგროვების ცალკე პუნქტებში, რომლებიც განსაზღვრულია ადგილობრივი მთავრობის მიერ. ეს უზრუნველყოფს EEE ნარჩენების გადამუშავებასა და დამუშავებას ისე, რომ შეინახოს ღირებული მასალები და დაცული იყოს ადამიანების ჯანმრთელობა და გარემო. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ადგილობრივ უწყებებს, საცალო მოვაჭრეს ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სამსახურს ან ეწვიეთ ვებსაიტს https://www.hihonor.com/.საშიში ნივთიერებების შემცირებაეს მოწყობილობა და მისი ელექტრო აქსესუარები ექვემდებარება ადგილობრივად მოქმედ წესებს ზოგიერთი საშიში ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის შესახებ ელექტრო და ელექტრონულ აპარატურაში, მათ შორის, ევროკავშირის ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის (EU REACH) რეგულაციას, საშიში ნივთიერებების შეზღუდვის (RoHS) და კვების ელემენტების (თუ დართულია) შესახებ დირექტივას. REACH და RoHS– ის შესაბამისობის დეკლარაციის სანახავად ეწვიეთ ვებსაიტს https://www.hihonor.com/global/legal/certification/.ინფორმაცია RF ექსპოზიციაზეიმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვს SAR შეზღუდვა 2,0 ვტ/კგ 10 გრამზე მეტი ქსოვილისთვის. მოწყობილობა შეესაბამება RF სპეციფიკაციებს ყურთან ან სხეულიდან 0,50 სმ მანძილზე გამოყენებისას. SAR-ის მნიშვნელობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „ინფორმაცია RF ექსპოზიციაზე“ უახლეს სწრაფ სახელმძღვანელოში.ევროკავშირის რეგულაციასთან შესაბამისობაამით Honor Device Co., Ltd. აცხადებს, რომ მოცემული მოწყობილობა ALT-LX1 შეესაბამება შემდეგ დირექტივას: RED 2014/53/EU, RoHS 2011/65/EU. ევროკავშირის შესაბამისობის დეკლარაციის სრული ტექსტი და უახლესი ინფორმაცია აქსესუარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებმისამართზე: https://www.hihonor.com/global/legal/certification/.მწარმოებელიHonor Device Co., Ltd.Suite 3401, Unit A, Building 6, Shum Yip Sky Park, No. 8089, Hongli West Road, Xiangmihu Street, Futian District, Shenzhen, Guangdong, 518040, People's Republic of China.Honor Device Co., Ltd.ოთახი 3401, ბლოკი A, კორპუსი 6, Shum Yip Sky Park, № 8089, Hongli West Road, სიანმიჰუს ქუჩა, ფუტიანის რაიონი, შენჟენი, გუანდუნი, 518040, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.საავტორო უფლება © Honor Device Co., Ltd. 2024. ყველა უფლება დაცულია. (стр. 3 из 14)
Бренд: HONOR
Страница 3 документа 6.77" Смартфон HONOR X7c 128 ГБ. Раздел: Смартфоны. Бренд: HONOR.