Инструкция стиральная машина Samsung WW70AGAS22AELD

გაუმართაობის აღმოფხვრა (стр. 117 из 188)

Бренд: Samsung

Страница 117 документа Стиральная машина Samsung WW70AGAS22AELD. Раздел: Стиральные машины. Бренд: Samsung.

Текст страницы

გაუმართაობის აღმოფხვრა

საკონტროლო პუნქტები

თუ სარეცხი მანქანის მუშაობისას პრობლემას წააწყდებით, პირველ რიგში ეცადეთ ის ქვემოთ
მოცემულ ცხრილში მოძებნოთ და გაეცნოთ მისი აღმოფხვრის რეკომენდაციებს.

ქართული

პრობლემა
მოქმედება

არ ირთვება.

• დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანა ჩართულია ელექტრო ქსელში.
• დარწმუნდით, რომ კარი სათანადოდაა დაკეტილი.
• დარწმუნდით, რომ წყლის ონკანი გახსნილია.
• სარეცხი მანქანის ჩასართავად დარწმუნდით, რომ აჭერთ ან ეხებით
ღილაკს დაწყება/დაპაუზება.
• დარწმუნდით, რომ ბლოკირება ბავშვებისთვის
არ არის
გააქტიურებული.
• სანამ სარეცხი მანქანის წყლით ავსება დაიწყება, ის გამოსცემს
ტკაცუნის ხმებს, რაც ნიშნავს, რომ მანქანა ამოწმებს, არის თუ არა
დაკეტილი კარი და ახორციელებს წყლისგან სწრაფ დაცლას.
• შეამოწმეთ მცველი ან თავიდან ჩართეთ წრედის ამომრთველი.

წყლის მიწოდების
სიჩქარე
არასაკმარისია ან
წყალი მანქანას
საერთოდ არ
მიეწოდება.

• წყლის ონკანი ბოლომდე გახსენით.
• დარწმუნდით, რომ კარი სათანადოდაა დაკეტილი.
• დარწმუნდით, რომ წყლის მიწოდების მილი არ არის გაყინული.
• დარწმუნდით, რომ წყლის მიწოდების მილი არ არის გადაგრეხილი ან
დაბლოკილი.
• დარწმუნდით, რომ ონკანში წყლის წნევა საკმარისად მაღალია.

ციკლის დასრულების
შემდეგ სარეცხი
საშუალება უჯრაში
რჩება.

• დარწმუნდით, რომ სარეცხ მანქანას წყალი სათანადო წნევით
მიეწოდება.
• დარწმუნდით, რომ სარეცხ საშუალებას უჯრის ცენტრალურ ნაწილში
ათავსებთ.
• დარწმუნდით, რომ სარეცხი საშუალების განყოფილების თავსახური
სათანადოდაა დამაგრებული.
• თუ იყენებთ გრანულირებულ სარეცხ საშუალებას, დარწმუნდით რომ
სარეცხი საშუალების სელექტორი ზედა პოზიციაშია.
• მოხსენით სარეცხი საშუალების განყოფილების თავსახური და
გაწმინდეთ უჯრა.

შეიმჩნევა ძლიერი
ვიბრაცია ან ხმაური.

• დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანა სწორ, მყარ და არა-მცურავ იატაკზე
დგას. თუ იატაკის ზედაპირი სწორი არაა, დაარეგულირეთ სარეცხი
მანქანის სიმაღლე დასარეგულირებელი ფეხების დატრიალებით.
• დარწმუნდით, რომ სატრანსპორტო ჭანჭიკები მოხსნილია.
• დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანა არ ეხება რაიმე სხვა საგანს.
• დარწმუნდით, რომ სარეცხის მანქანაში სარეცხი თანაბრადაა
განაწილებული.
• ნორმალური მუშაობის დროს ძრავი შეიძლება გარკვეულ ხმას
გამოსცემდეს.
• კომბინეზონების ან ლითონის მოსართავიანი ტანსაცმლის რეცხვის
დროს სარეცხმა მანქანამ შეიძლება ხმა გამოსცეს. ეს ნორმალურია.
• ხმა შეიძლება ლითონის საგნებმა, მაგალითად მონეტებმა გამოსცეს.
გარეცხვის შემდეგ გამოიღეთ ეს საგნები დოლურადან ან ფილტრის
კორპუსიდან.

53
ქართული

DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 53
DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 53
2024/1/22 13:42:42
2024/1/22 13:42:42

Оглавление

Бытовая техника / Техника для дома / Стирка и сушка / Стиральные машины

AEG LTR6G261E

36 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Стирка и сушка / Стиральные машины

AEG LTR6G261E

36 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Стирка и сушка / Стиральные машины

Aceline WF-6A1H

44 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Стирка и сушка / Стиральные машины

Aceline WF-6A1H

44 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Стирка и сушка / Стиральные машины

Beko B3WFR572WB

68 стр.