Инструкция стиральная машина Samsung WW70AGAS22AELD

გაუმართაობის აღმოფხვრა (стр. 118 из 188)

Бренд: Samsung

Страница 118 документа Стиральная машина Samsung WW70AGAS22AELD. Раздел: Стиральные машины. Бренд: Samsung.

Текст страницы

გაუმართაობის აღმოფხვრა

პრობლემა
მოქმედება

ქართული

ქართული

სარეცხი მანქანა
წყლისგან არ იცლება
და/ან არ წურავს.

• შეამოწმეთ წყლის გამოსაშვები მილი მთელს სიგრძეზე, სადრენაჟე
სისტემამდე და დარწმუნდით, რომ არ არის გადაგრეხილი. თუ წყლის
დაცლასთან დაკავშირებულ პრობლემას აღმოაჩენთ, დაუკავშირდით
მომსახურების ცენტრს.
• დარწმუნდით, რომ ნარჩენების ფილტრი არ არის დაბინძურებული.
• დახურეთ კარი და დააჭირეთ ან შეეხეთ ღილაკს დაწყება/დაპაუზება.
თქვენი უსაფრთხოებისთვის, სარეცხი მანქანა არ ჩაირთვება და არ
დაიწყებს ბრუნვას მანამდე, სანამ კარი არ დაიხურება.
• დარწმუნდით, რომ წყლის გამოსაშვები მილი არ არის გაყინული ან
დაბლოკილი.
• დარწმუნდით, რომ წყლის გამოსაშვები მილი შეერთებულია სადრენაჟე
სისტემასთან, რომელიც არ არის დაბლოკილი.
• თუ სარეცხ მანქანას საკმარისი ელექტროენერგია არ მიეწოდება,
ის დროებით შეწყვეტს წყლისგან დაცლას და წურვას. როგორც კი
ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება, სარეცხი მანქანა
ნორმალურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
ბრუნვის ფუნქცია არ მუშაობს.
• დარწმუნდით, რომ სარეცხი თანაბრადაა გადანაწილებული.
• დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანა მოთავსებულია ბრტყელ, მყარ
ზედაპირზე.
• ხელახლა გადაანაწილეთ სარეცხი. თუ მხოლოდ ერთ ნივთს რეცხავთ,
მაგალითად, სააბაზანოს ხალათს ან ჯინსის შარვალს, საბოლოო წურვის
ციკლი შეიძლება არასათანადოდ წარიმართოს და ეკრანზე გამოჩნდეს
„Ub“ საკონტროლო შეტყობინება.

კარი არ იღება.

• სარეცხი მანქანის გამოსართავად დარწმუნდით, რომ აჭერთ ან ეხებით
ღილაკს დაწყება/დაპაუზება.
• კარის საკეტი მექანიზმის გახსნას შეიძლება გარკვეული დრო
დასჭირდეს.
• კარი არ გაიღება, სანამ სარეცხი მანქანის გაჩერებიდან ან კვების
წყაროს გათიშვიდან 3 წუთი არ გავა.
• დარწმუნდით, რომ დოლურა წყლისგან სრულადაა დაცლილი.
• თუ დოლურაში წყალია დარჩენილი, შეიძლება კარი არ გაიღოს.
დაცალეთ დოლურა და ხელით გააღეთ კარი.
• დარწმუნდით, რომ კარის ჩაკეტვის ინდიკატორი ჩამქრალია. კარის
საკეტის ინდიკატორი ჩაქრება სარეცხი მანქანის წყლისგან დაცლის
შემდეგ.

დიდი რაოდენობით
ქაფი.

• დარწმუნდით, რომ სათანადოდ იყენებთ რეკომენდებული ტიპის
სარეცხ საშუალებებს.
• ზედმეტი ქაფის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ
მაღალეფექტური (HE) სარეცხი საშუალებები.
• შეამცირეთ სარეცხი საშუალების რაოდენობა, როდესაც იყენებთ რბილ
წყალს ან რეცხავთ მცირე რაოდენობის ან მცირედ დასვრილ სარეცხს.
• არამაღალეფექტური სარეცხი საშუალების გამოყენება არ არის
რეკომენდებული.

ქართული
54

DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 54
DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 54
2024/1/22 13:42:42
2024/1/22 13:42:42

Оглавление

Бытовая техника / Техника для дома / Стирка и сушка / Стиральные машины

AEG LTR6G261E

36 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Стирка и сушка / Стиральные машины

AEG LTR6G261E

36 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Стирка и сушка / Стиральные машины

Aceline WF-6A1H

44 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Стирка и сушка / Стиральные машины

Aceline WF-6A1H

44 стр.
Бытовая техника / Техника для дома / Стирка и сушка / Стиральные машины

Beko B3WFR572WB

68 стр.