Текст страницы
უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია
ელექტროჩანგალი დენცქვიტაში ისე მოათავსეთ, რომ დენის სადენი იატაკისკენ იყოს
მიმართული.
ქართული
ქართული
• ელექტროჩანგლის დენცქვიტაში ამოტრიალებულ მდგომარეობაში შეერთებამ შეიძლება
გამოივიოს კაბელის დაზიანება, რაც შესაბამისად გამოიწვევს ელექტროჩხვლეტას ან
ხანძარს.
შესაფუთი მასალები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან ეს მასალები
სახიფათოა ბავშვებისთვის.
• პაკეტის თავზე შემოხვევამ შეიძლება ბავშვის გაგუდვა გამოიწვიოს.
თქვენი მოწყობილობის, მისი ელექტროჩანგლის ან დენის კაბელის დაზიანების შემთხვევაში,
მიმართეთ უახლოეს მომსახურების ცენტრს.
აუცილებელია ამ მოწყობილობის სათანადო დამიწების მოწყობა.
ამ მოწყობილობის დამიწებისთვის არ გამოიყენოთ ბუნებრივი აირის მილი, წყლის პლასტმასის
მილი ან სატელეფონო სადენი.
• ამან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროჩხვლეტა, ხანძარი, აფეთქება ან პროდუქტის
მწყობრიდან გამოსვლა.
• არასოდეს შეაერთოთ დენის სადენი დენცქვიტაში, რომელსაც არ გააჩნია სათანადო
დამიწება. დარწმუნდით, რომ დამიწების სიტემა მოწყობილია ადგილობრივი და ეროვნული
რეგულაციების შესაბამისად.
არ დაამონტაჟოთ ეს მოწყობილობა გამაცხელებელის ან აალებადი მასალის სიახლოვეს.
არ დაამონტაჟოთ ეს მოწყობილობა ნესტიან, ზეთიან ან მტვრიან გარემოში ან იმ ადგილას,
სადაც ის მზის სხივების ან წყლის (წვიმის) პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ იქნება.
არ დაამონტაჟოთ ეს მოწყობილობა იმ ადგილას, სადაც ის დაბალი ტემპერატურის
ზემოქმედების ქვეშ იქნება.
• ყინვამ შეიძლება მილების გახეთქვა გამოიწვიოს.
არ დაამონტაჟოთ ეს მოწყობილობა ისეთ ადგილას, სადაც არსებობს ბუნებრივი აირის გაჟონვის
საფრთხე.
• ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
არ გამოიყენოთ დენის ტრანსფორმატორი.
• ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
არ გამოიყენოთ დაზიანებული ელექტროჩანგალი, დაზიანებული დენის სადენი ან მორყეული
კედლის დეცქვიტა.
• ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
არ დაჭიმოთ ან ძლიერად არ მოღუნოთ დენის სადენი.
არ გადაგრიხოთ ან არ განასკვოთ დენის სადენი.
არ გამოაბათ დენის სადენი ლითონის საგნებზე, არ მოათავსოთ მძიმე საგნები მასზე, არ
მოაყოლოთ მძიმე საგნებს შორის ან არ მოათავსოთ ის მოწყობილობის უკან არსებულ სივრცეში.
• ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
ქართული
8
DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 8
DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 8
2024/1/22 13:42:35
2024/1/22 13:42:35