Текст страницы
უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია
მოწყობილობის გადაგდებამდე მოხსენით სარეცხი მანქანის კარის ბერკეტი.
• სარეცხი მანქანის კამერაში ჩაკეტვამ შეიძლება ბავშვის გაგუდვა გამოიწვიოს.
ქართული
ქართული
სარეცხი მანქანის გამოყენებამდე, მოხსენით მის ქვეშ არსებული შესაფუთი მასალა (ღრუბელი,
პენოპლასტი).
მოწყობილობა არ გამოიყენოთ ბენზინით, ნავთით, ბენზენით, საღებავის გამხსნელით, სპირტით
ან სხვა აალებადი და ფეთქებადსაშიში მასალით დაბინძურებული საგნების გასარეცხად.
• ამან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროჩხვლეტა, ხანძარი ან აფეთქება.
არ სცადოთ სარეცხი მანქანის კარის გაღება ძალის გამოყენებით მისი მუშაობის პროცესში
(მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა/გაშრობა/ბრუნვა).
• სარეცხი მანქანიდან გადმოსულმა წყალმა შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს, ან სველ
იატაკზე ფეხის დაცურების საფრთხე წარმოქმნას. ამან შეიძლება სხეულის დაზიანება
გამოიწვიოს.
• ძალის გამოყენებით კარის გაღებამ შეიძლება მოწყობილობის დაზიანება ან სხეულის
დაშავება გამოიწვიოს.
არ შეეხოთ ელექტროჩანგალს სველი ხელებით.
• ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა გამოიწვიოს.
არ გამორთოთ მოწყობილობის კვების სადენი კვების წყაროდან მისი მუშაობის პროცესში.
• ელექტროჩანგლის კვების წყაროში ხელახალი ჩართვის შემთხვევაში შეიძლება ნაპერწკალი
წარმოიქმნას, რამაც შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
არ მისცეთ ბავშვს უფლება შეძვრეს სარეცხი მანქანის კამერაში ან ავიდეს მასზე.
• ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა, დამწვრობა ან სხეულის დაზიანება გამოიწვიოს.
როდესაც სარეცხი მანქანა ჩართულია, არ შეყოთ ხელი ან ლითონის საგანი მის ქვეშ.
• ამან შეიძლება სხეულის დაზიანება გამოიწვიოს.
არ ჩახსნათ მოწყობილობა კვების წყაროდან მისი დენის კაბელის გამოქაჩვით. ყოველთვის
მჭიდროდ მოკიდეთ ხელი ელექტროჩანგალს და თქვენსკენ გამოწიეთ.
• დენის კაბელის დაზიანებამ შეიძლება მოკლე ჩართვა, ხანძარი და/ან ელექტროჩხვლეტა
გამოიწვიოს.
არ სცადოთ ტექნიკის საკუთარი ხელით შეკეთება, დაშლა ან მოდიფიკაცია.
• არ გამოიყენოთ არასტანდარტული მცველები (სპილენძის ან ფოლადის მავთული და ა.შ.).
• როდესაც საჭიროა თქვენი მოწყობილობის შეკეთება ან ხელახალი მონტაჟი, დაუკავშირდით
უახლოეს მომსახურების ცენტრს.
• წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროჩხვლეტა, ხანძარი, თქვენი
პროდუქტის მწყობრიდან გამოსვლა ან სხეულის დაზიანება.
წყლის მიწოდების მილი ონკანიდან ჩახსნის და მოწყობილობის დასველების შემთხვევაში,
ჩახსენით დენის სადენი კვების წყაროდან.
• წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
ქართული
10
DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 10
DC68-04472G-01_IB_SU-PJT_WASHER-MD_LED_KA.indd 10
2024/1/22 13:42:35
2024/1/22 13:42:35