Текст страницы
უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია
2. ევროპის ტერიტორიაზე გამოყენებისას: ამ
მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ ბავშვებს, 8
წლიდან და დაქვეითებული ფიზიკური, სენსორული
ან გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებს,
ან გამოცდილების და ცოდნის არმქონე პირებს, თუ
მათ მეთვალყურეობას ან ტექნიკის უსაფრთხოდ
გამოყენების თაობაზე ინსტრუქტაჟს გაუწევენ და
მათთვის გასაგები იქნება შესაბამისი საფრთხეები. არ
მისცეთ ბავშვებს ამ მოწყობილობით თამაშის უფლება.
წმენდა და მომსახურება არ უნდა განხორციელდეს
ბავშვების მიერ ზედამხედველობის გარეშე.
3. ბავშვები უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ, რათა ვერ
შეძლონ ამ მოწყობილობით თამაში.
4. დენის კაბელის დაზიანების შემთხვევაში, პოტენციური
საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მისი შეცვლა უნდა
მოხდეს მწარმოებლის, მისი მომსახურების აგენტის ან
მსგავსი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ.
5. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენს მოწყობილობასთან
ერთად მიღებული ახალი მილების კომპლექტი, ხოლო
ძველი მილების კომპლექტის გამოყენება დაუშვებელია.
6. მოწყობილობა, რომელსაც ძირზე გააჩნია
სავენტილაციო ღიობები, არ უნდა მოათავსოთ ისეთ
ხალიჩაზე, რომელიც დაბლოკავს აღნიშნულ ღიობებს.
ქართული
6
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 6
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 6
2025/2/25 18:37:28
2025/2/25 18:37:28