Текст страницы
უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია
მონტაჟთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გაფრთხილებები
ფრთხილად
ამ მოწყობილობის მონტაჟი უნდა განხორციელდეს მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის ან
მომსახურეობის კომპანიის მიერ.
• წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროჩხვლეტა, ხანძარი,
აფეთქება, პროდუქტის მწყობრიდან გამოსვლა ან სხეულის დაზიანება.
ეს მოწყობილობა მძიმე წონისაა, ამიტომ მისი აწევისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.
დენის დენცქვიტაში საიმედოდ შეაერთეთ კედლის დენცქვიტაში, რომელიც ელექტროტექნიკურ
მოთხოვნებს შეესაბამება. გამოიყენეთ მხოლოდ ამ მოწყობილობისთვის განკუთვნილი
დენცქვიტა. არ გამოიყენოთ დამაგრძელებელი სადენი.
• სარეცხი მანქანის სხვა მოწყობილობასთან ერთად ერთ კედლის დენცქვიტაში
გამანაწილებლის ან გამაგრძელებელი სადენის გამოყენებით ჩართვამ შეიძლება
ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
• დარწმუნდით, რომ თქვენს ქსელში არსებული დენის ძაბვა სიხშირე და ამპერაჟი
შეესაბამება თქვენი პროდუქტის მახასიათებლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება
ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
მშრალი ქსოვილის გამოყენებით რეგულარულად გაწმინდეთ ელექტროჩანგლის ღერები და
კონტაქტები მტვრისგან და ნესტისგან.
- ჩახსენით როზეტიდან ელექტროჩანგალი და გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით.
- წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
ელექტროჩანგალი დენცქვიტაში ისე მოათავსეთ, რომ დენის სადენი იატაკისკენ იყოს
მიმართული.
• თუ ელექტროჩანგალს დენცქვიტაში ამოტრიალებულ მდგომარეობაში შეაერთებთ, ამან
შეიძლება კაბელის დაზიანება და შესაბამისად, ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
შესაფუთი მასალები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან ეს მასალები
სახიფათოა ბავშვებისთვის.
• პაკეტის თავზე შემოხვევამ შეიძლება ბავშვის გაგუდვა გამოიწვიოს.
თქვენი მოწყობილობის, მისი ელექტროჩანგლის ან დენის კაბელის დაზიანების შემთხვევაში,
მიმართეთ უახლოეს მომსახურების ცენტრს.
აუცილებელია ამ მოწყობილობის სათანადო დამიწების მოწყობა.
ამ მოწყობილობის დამიწებისთვის არ გამოიყენოთ ბუნებრივი აირის მილი, წყლის პლასტმასის
მილი ან სატელეფონო სადენი.
• ამან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროჩხვლეტა, ხანძარი, აფეთქება ან პროდუქტის
მწყობრიდან გამოსვლა.
• არასოდეს შეაერთოთ დენის სადენი დენცქვიტაში, რომელსაც არ გააჩნია სათანადო
დამიწება. დარწმუნდით, რომ დამიწების სიტემა მოწყობილია ადგილობრივი და ეროვნული
რეგულაციების შესაბამისად.
ქართული
8
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 8
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 8
2025/2/25 18:37:28
2025/2/25 18:37:28