Текст страницы
უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია
მონტაჟთან დაკავშირებული გაფრთხილებები
გაფრთხილება
ეს მოწყობილობა ისე უნდა განთავსდეს, რომ ადვილი იყოს ელექტროჩანგალთან წვდომის
განხორციელება.
• წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება დენის გაჟონვა და შესაბამისად ელექტროჩხვლეტა
ან ხანძარი გამოიწვიოს.
მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს მყარ, სწორ ზედაპირზე, რომელიც გაუძლებს მის სიმძიმეს.
• წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება უჩვეულო ვიბრაციები, მოძრაობა, ხმაური და
პროდუქტის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს.
გამოყენებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გაფრთხილებები
ფრთხილად
თუ თქვენი მოწყობილობა დაიტბორა, დაუყოვნებლივ გათიშეთ წყლის და ელექტროენერგიის
მიწოდება და დაუკავშირდით უახლოეს მომსახურების ცენტრს.
- არ შეეხოთ ელექტროჩანგალს სველი ხელებით.
- წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა გამოიწვიოს.
თუ თქვენი მოწყობილობა უცნაურ ხმას გამოსცემს, დამწვრის სუნი იგრძენით ან კვამლი
შენიშნეთ, დაუყოვნებლივ გამორთეთ კვების სადენი და მომსახურების უახლოეს ცენტრს
დაუკავშირდით.
• წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
აირის გაჟონვის შემთხვევაში (მაგალითად პროპანის, ბუნებრივი აირის და ა.შ.), დაუყოვნებლივ
გაანიავეთ ოთახი. არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ ელექტროჩანგალს. არ შეეხოთ
მოწყობილობას ან დენის კაბელს.
- არ გამოიყენოთ ვენტილატორი.
- ნაპერწკალმა შეიძლება აფეთქება ან ხანძარი გამოიწვიოს.
მოწყობილობის გადაგდებამდე მოხსენით სარეცხი მანქანის კარის ბერკეტი.
• სარეცხი მანქანის კამერაში ჩაკეტვამ შეიძლება ბავშვის გაგუდვა გამოიწვიოს.
სარეცხი მანქანის გამოყენებამდე, მოხსენით მის ქვეშ არსებული შესაფუთი მასალა (ღრუბელი,
პენოპლასტი).
მოწყობილობა არ გამოიყენოთ ბენზინით, ნავთით, ბენზენით, საღებავის გამხსნელით, სპირტით
ან სხვა აალებადი და ფეთქებადსაშიში მასალით დაბინძურებული საგნების გასარეცხად.
• ამან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროჩხვლეტა, ხანძარი ან აფეთქება.
არ სცადოთ სარეცხი მანქანის კარის გაღება ძალის გამოყენებით მისი მუშაობის პროცესში
(მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა/გაშრობა/ბრუნვა).
• სარეცხი მანქანიდან გადმოსულმა წყალმა შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს, ან სველ
იატაკზე ფეხის დაცურების საფრთხე წარმოქმნას. ამან შეიძლება სხეულის დაზიანება
გამოიწვიოს.
ქართული
10
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 10
Web_IB_D-PJT_WASHER-MD_SimpleUX_KA.indd 10
2025/2/25 18:37:28
2025/2/25 18:37:28