Текст страницы
• წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროჩხვლეტა, ხანძარი, თქვენი
პროდუქტის მწყობრიდან გამოსვლა ან სხეულის დაზიანება.
წყლის მიწოდების მილი ონკანიდან ჩახსნის და მოწყობილობის დასველების შემთხვევაში,
ჩახსენით დენის სადენი კვების წყაროდან.
• წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
ჩახსენით დენის სადენი კვების წყაროდან, როდესაც არ აპირებთ თქვენი მოწყობილობის
გამოყენებას დიდი ხნის განმავლობაში ან ჭექა-ქუხილის დროს.
• წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
სარეცხ მანქანაში უცხო სხეულის მოხვედრის შემთხვევაში, ჩახსენით დენის სადენი კვების
წყაროდან და დაუკავშირდით უახლოეს Samsung-ის მომსახურების ცენტრს.
• ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
არ მისცეთ ბავშვებს (ან შინაურ ცხოველებს) სარეცხ მანქანაში ან მასზე თამაშის უფლება.
სარეცხი მანქანის კარის შიგნიდან გაღება ადვილი არ არის, ამიტომ კამერაში ჩაკეტვის
შემთხვევაში ბავშვი შეიძლება სერიოზულად დაშავდეს.
გამოყენებასთან დაკავშირებული გაფრთხილებები
გაფრთხილება
სარეცხი მანქანის დაბინძურებისას უცხო სხეულებით, როგორიცაა სარეცხი საშუალებები,
ტალახი, საკვების ნარჩენები და სხვა, ჩახსენით დენის სადენი კვების წყაროდან და გაწმინდეთ
მოწყობილობა სველი, რბილი ქსოვილით.
• წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება ლაქების წარმოქმნა, დეფორმაცია, დაზიანება ან
ჟანგის გაჩენა გამოიწვიოს.
ძლიერმა დარტყმამ შეიძლება წინა მინის გატეხვა გამოიწვიოს. სარეცხი მანქანის გამოყენების
დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე.
• მინის გატეხვამ შეიძლება სხეულის დაზიანება გამოიწვიოს.
ნელა გახსენით წყლის ონკანი დიდი ხნის გამოუყენებლობის, წყალმომარაგების გაუმართაობის
ან წყალმომარაგების მილის ხელახლა შეერთების შემდეგ.
• წყლის მიწოდების მილში და წყლის მილში არსებულმა ჰაერის წნევამ შეიძლება თქვენი
მოწყობილობის კომპონენტები დააზიანოს და წყლის გაჟონვა გამოიწვიოს.
მოწყობილობის მუშაობის დროს თუ დაფიქსირდა დრენაჟის ხარვეზი, შეამოწმეთ, ხომ არ არის
რაიმე პრობლემა წყლისგან დაცლის სისტემაში.
• წყლისგან დაცლის სისტემის პრობლემის გამო დასველებული სარეცხი მანქანის გამოყენებამ
შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან ხანძარი გამოიწვიოს.
სარეცხ მანქანაში სარეცხი ისე მოათავსეთ, რომ მისი ნაწილი კარში არ მოყვეს.
• სარეცხის კარში მოყოლის შემთხვევაში, შეიძლება სარეცხი დაზიანდეს, სარეცხი მანქანა
მწყობრიდან გამოვიდეს, ან სარეცხი მანქანიდან წყალმა გაჟონოს.
ქართული
13
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 13
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 13
2025/2/19 16:12:03
2025/2/19 16:12:03