Текст страницы
უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია
როდესაც სარეცხ მანქანას არ იყენებთ, გადაკეტეთ წყლის მიწოდების მილი.
• დარწმუნდით, რომ წყლის მიწოდების მილში სამაგრზე არსებული ხრახნები სათანადოდ
არის მოჭერილი.
დარწმუნდით, რომ რეზინის შუასადები და წინა კარის მინა არ არის დაბინძურებული უცხო
საგნებით (მაგ. ნარჩენებით, ძაფებით, თმებით და ა.შ.).
• კარში უცხო საგნის მოყოლის ან კარის არასრულად დაკეტვის შემთხვევაში, სარეცხი
მანქანიდან შეიძლება წყალმა გაჟონოს.
გახსენით წყლის ონკანი და მოწყობილობის ჩართვამდე შეამოწმეთ, თუ არის წყლის მიწოდების
მილის სამაგრი მჭიდროდ მოჭერილი და მანქანიდან წყალი ხომ არ ჟონავს.
• წყლის მიწოდების მილის სამაგრის ხრახნების მოშვებამ შეიძლება წყლის გაჟონვა
გამოიწვიოს.
მოწყობილობა, რომელიც თქვენ შეიძინეთ, განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში
გამოყენებისთვის.
ამ მოწყობილობის გამოყენება ბიზნეს საქმიანობისთვის მის არადანიშნულებისამებრ
გამოყენებად ჩაითვლება. შედეგად, Samsung-ის მიერ განსაზღვრული სტანდარტული
გარანტია გაუქმებულად გამოცხადდება და Samsung მოიხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას
ამ მოწყობილობის გაუმართაობის ან დაზიანების შემთხვევაში, რაც მისი არასათანადო
გამოყენებით არის გამოწვეული.
არ დადგეთ მასზე ან არ მოათავსოთ რაიმე საგნები სარეცხ მანქანაზე (მაგალითად სარეცხი,
ანთებული სანთლები, ანთებული სიგარეტი, ჭურჭელი, ქიმიკატები, ლითონის საგნები და ა.შ.).
• ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა, ხანძარი, პროდუქტის მწყობრიდან გამოსვლა ან სხეულის
დაზიანება გამოიწვიოს.
სარეცხი მანქანის ზედაპირებზე არ შეასხუროთ აქროლადი ნივთიერებები, მაგალითად
ინსექტიციდები.
• გარდა იმისა, რომ ეს ნივთიერებები მავნებელია ადამიანისთვის, ამან ასევე შეიძლება
ელექტროჩხვლეტა, ხანძარი ან მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს.
სარეცხი მანქანის სიახლოვეს არ მოათავსოთ საგნები, რომლებიც წარმოადგენს
ელექტრომაგნიტური ველის წყაროს.
• ამან შეიძლება პროდუქტის გაუმართაობა, შედეგად კი სხეულის დაზიანება გამოიწვიოს.
მაღალ ტემპერატურაზე რეცხვის ან შრობის ციკლის დროს სარეცხი მანქანიდან გამოსული
წყალი ცხელია. არ შეეხოთ ამ წყალს.
• ამან შეიძლება დამწვრობა ან სხეულის დაზიანება გამოიწვიოს.
წყლისგან დაცლის დრო, წყლის ტემპერატურიდან გამომდინარე, შესაძლოა განსხვავებული
იყოს. თუ წყლის ტემპერატურა ძალიან მაღალია, დაცლის პროცესი წყლის გაგრილების შემდეგ
დაიწყება.
არ გარეცხოთ, გაწუროთ ან გააშროთ წყალგაუმტარი სავარძლის გადასაფარებლები, ხალიჩები
და ტანსაცმელი (*) თუ თქვენს სარეცხ მანქანას არ გააჩნია მსგავსი საგნებისთვის განკუთვნილი
სპეციალური ციკლის ფუნქცია.
ქართული
14
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 14
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 14
2025/2/19 16:12:03
2025/2/19 16:12:03