Текст страницы
(*): შალის საწოლის თეთრეული, საწვიმრები, მეთევზის ჟილეტები, სათხილამურო
კომბინეზონები, საძილე ტომრები, ბავშვის საფენის გადასაკრავები, სავარჯიშო კოსტიუმები,
ველოსიპედის, მოტოციკლეტის და მანქანის შალითები და ა.შ.
• არ გარეცხოთ სქელი და უხეში ხალიჩები მაშინაც კი, თუ მათ იარლიყებზე სარეცხი მანქანით
რეცხვის ნებართვის სიმბოლოებია დატანილი. ამან შეიძლება ძლიერი ვიბრაციები, შედეგად
კი სხეულის დაშავება ან სარეცხი მანქანის, კედლების, იატაკის ან ტანსაცმლის დაზიანება
გამოიწვიოს.
• არ გარეცხოთ რეზინის ძირიანი ხალიჩები ან კართან დასაფენი ფეხის საწმენდები. ამ
საგნებს შეიძლება რეზინის ძირი მოძვრეს, დოლურას მიეკრას და გაუმართაობა, მაგალითად,
წყლისგან დაცლის პრობლემა გამოიწვიოს.
არ ჩართოთ სარეცხი მანქანა, როდესაც სარეცხი საშუალების უჯრა ამოღებულია.
• ამან შეიძლება წყლის გაჟონვა, შედეგად კი ელექტროჩხვლეტა გამოიწვიოს.
არ შეეხოთ დოლურას შიდა ზედაპირს უშუალოდ გაშრობის ციკლის დასრულების შემდეგ,
რადგან ამ დროს დოლურა ჯერ კიდევ ცხელია.
• ამან შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს.
კარის შუშა რეცხვისა და შრობისას ცხელდება. შესაბამისად, არ შეეხოთ კარის შუშას.
ამასთანავე, არ მისცეთ ბავშვებს უფლება, ითამაშონ სარეცხი მანქანის სიახლოვეს ან შეეხონ
კარის შუშას.
• ამან შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს.
არ შეყოთ ხელი სარეცხი საშუალების უჯრის ღიობში.
• ამან შეიძლება სხეულის დაზიანება გამოიწვიოს, რადგან შეიძლება სარეცხი საშუალების
შეტანის მექანიზმში ხელი მოგყვეთ.
როდესაც სარეცხ ფხვნილს იყენებთ, მოხსენით თხევადი სარეცხი საშუალების მიმმართველი
(მხოლოდ შესაბამისი მოდელები).
• წინააღმდეგ შემთხვევაში წყალმა შესაძლოა სარეცხი საშუალების უჯრის წინა მხარეს
გაჟონოს.
სარეცხ მანქანაში არ მოათავსოთ სხვა საგნები (ფეხსაცმელები, საკვების ნარჩენები,
ცხოველები) გარდა სარეცხისა.
• ამან შეიძლება ძლიერი ვიბრაციები, შედეგად კი სარეცხი მანქანის მწყობრიდან გამოსვლა,
ხოლო ცხოველების შემთხვევაში მათი დაშავება და სიკვდილი გამოიწვიოს.
ღილაკებზე დასაჭერად არ გამოიყენოთ ბასრი საგნები, მაგალითად ქინძისთავები, დანები,
ფრჩხილები და ა.შ.
• ამან შეიძლება ელექტროჩხვლეტა ან სხეულის დაზიანება გამოიწვიოს.
არ გარეცხოთ სარეცხი, რომელიც დაბინძურებულია იმ ზეთებით, კრემებით ან ლოსიონებით,
რომლებსაც ჩვეულებრივ კანის მოვლის და მასაჟის სალონებში იყენებენ.
• ამან შეიძლება რეზინის შუასადების დეფორმაცია და შედეგად წყლის გაჟონვა გამოიწვიოს.
ქართული
15
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 15
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 15
2025/2/19 16:12:03
2025/2/19 16:12:03