Текст страницы
მონტაჟი
მონტაჟთან დაკავშირებული მოთხოვნები
წყლის მიწოდება
კვების წყაროს პარამეტრები და
დამიწება
• გამოიყენეთ კონკრეტულად სარეცხი
მანქანისთვის განკუთვნილი
ინდივიდუალური წრედი.
სათანადო დამიწების უზრუნველსაყოფად,
თქვენს სარეცხ მანქანას გააჩნია დენის
სადენი, რომელიც აღჭურვილია სამ-
ღეროიანი, დამიწების კონტაქტის მქონე
ელექტროჩანგლით, რომელიც უნდა
შეერთდეს სათანადოდ დამონტაჟებულ და
დამიწებულ დენცქვიტაში.
ამ სარეცხი მანქანისთვის მიწოდებული
წყლის სათანადო წნევა უნდა იყოს 50
კპა-დან 800 კპა-მდე. თუ წყლის წნევა 50
კპა-ზე დაბალია, წყლის სარქველი შეიძლება
ბოლომდე არ დაიკეტოს. ან დოლურის
წყლით ავსებას დიდი ხანი დასჭირდეს,
რამაც შეიძლება სარეცხი მანქანის გათიშვა
გამოიწვიოს. წყლის ონკანი განთავსებული
უნდა იყოს სარეცხი მანქანის უკანა
კედლიდან მაქსიმუმ 120 სმ-ის დაშორებით,
რათა შემავალი წყლის მილი მისწვდეს
სარეცხ მანქანას.
გაჟონვის რისკის შესამცირებლად:
თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი
დამიწების სისტემის შესაბამისობაში,
დაუკავშირდით კვალიფიციურ ელექტრიკოსს
ან მომსახურების ცენტრის სპეციალისტს.
• დარწმუნდით, რომ წყლის ონკანი
ადვილად მისაწვდომ ადგილასაა
განთავსებული.
• როდესაც სარეცხ მანქანას არ იყენებთ,
ჩაკეტეთ ონკანები.
• რეგულარულად შეამოწმეთ შემავალი
წყლის მილის ფიტინგები.
გაფრთხილება
არ მოახდინოთ თქვენს მოწყობილობასთან
ერთად მოწოდებული ელექტროჩანგლის
მოდიფიკაცია. თუ ის არ ერგება თქვენს
დენცქვიტას, დაუკავშირდით კვალიფიციურ
ელექტრიკოსს, რომელიც დაგიმონტაჟებთ
შესაბამის დენცქვიტას.
ფრთხილად
სარეცხი მანქანის პირველად
გამოყენებამდე, შეამოწმეთ წყალი ხომ
არ ჟონავს წყლის სარქველის და ონკანის
შეერთების ადგილებიდან.
წყლისგან დაცლა
Samsung გირჩევთ გამოიყენოთ 60-90 სმ
სიმაღლის დაწნევითი მილი, რომელიც
სრულად დაფარავს წყლის გამოსაშვებ მილს.
• არ გამოიყენოთ გამაგრძელებელი სადენი.
• გამოიყენეთ მხოლოდ ის დენის სადენი,
რომელიც მოწოდებულია თქვენს სარეცხ
მანქანასთან ერთად.
• არ მიაერთოთ დამიწების სადენი
პლასტმასის წყალსადენ მილზე,
გაზსადენზე ან ცხელი წყლის მილზე.
• არასწორად დამონტაჟებულმა დამიწების
სადენმა შეიძლება ელექტროჩხვლეტა
გამოიწვიოს.
ქართული
20
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 20
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 20
2025/2/19 16:12:04
2025/2/19 16:12:04