Текст страницы
მონტაჟი
ნაბიჯი 1 აირჩიეთ ადგილმდებარეობა
ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
• მყარი, სწორი ზედაპირი, ხალიჩის ან სხვა სახის იატაკის საფენის გარეშე, რამაც შეიძლება
ხელი შეუშალოს ვენტილაციას
• პირდაპირი მზის სხივებისგან მოშორებული ადგილი
• ოთახი სათანადო ვენტილაციით და ელექტროგაყვანილობით
• გარემოს ტემპერატურა მუდმივად გაყინვის ტემპერატურაზე (0 °C) მაღალი უნდა იყოს
• სითბოს წყაროსგან მოშორებული ადგილი
ნაბიჯი 2 მოხსენით ტრანსპორტირების ჭანჭიკები
ამოიღეთ პროდუქტი შეფუთვიდან და მოხსენით ტრანსპორტირების ჭანჭიკები.
შენიშვნა
ტრანსპორტირების ჭანჭკების რაოდენობა შეიძლება მოდელების მიხედვით განსხვავდებოდეს.
ფრთხილად
• შესაფუთი მასალები შეიძლება სახიფათო იყოს ბავშვებისთვის. ყველა შესაფუთი მასალა
(პლასტმასის პაკეტები, პოლისტიროლი და ა.შ.) მოათავსეთ უსაფრთხოდ და ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას.
• სხეულის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ტრანსპორტირების ჭანჭიკების მოხსნის
შემდეგ ხვრელები ჭანჭიკების ქუდებით დაფარეთ. არ გადაიტანოთ სარეცხი მანქანა, თუ
ტრანსპორტირების ჭანჭიკები მოხსნილი იქნება. სარეცხი მანქანის გადატანამდე დაამაგრეთ
ტრანსპორტირების ჭანჭიკები. ტრანსპორტირების ჭანჭიკები სამომავლოდ გამოსაყენებლად
დაცულ ადგილას შეინახეთ.
1. ტრანსპორტირების ჭანჭიკებს (A) სარეცხი
მანქანის უკანა მხარეს იპოვით.
2. მოუშვით ტრანსპორტირების ჭანჭიკები
A
მოწოდებული ქანჩის მეშვეობით, რისთვისაც
ისინი საათის ისრის საწინააღმდეგო
მიმართულებით დაატრიალეთ.
3. ჩასვით ჭანჭიკების ქუდები (B) ხვრელებში.
B
შენიშვნა
ტრანსპორტირების ჭანჭიკები სამომავლოდ
გამოსაყენებლად უნდა შეინახოთ.
ქართული
22
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 22
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 22
2025/2/19 16:12:04
2025/2/19 16:12:04