Текст страницы
იატაკი
მონტაჟი ნიშაში ან განჯინაში
სტაბილური მუშაობისთვის საჭირო
მინიმალური სივრცე:
გვერდები
25 მმ
ზევით
25 მმ
უკან
50 მმ
წინ
550 მმ
სარეცხი მანქანის მაქსიმალურად
ეფექტურად მუშაობისთვის, ის უნდა
განთავსდეს მყარ იატაკზე. ხის იატაკს
შესაძლოა დამატებითი გამყარება
დასჭირდეს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს
ვიბრაცია და/ან სიმძიმის არათანაბარი
გადანაწილება. ხალიჩა და რბილი ფილები
ვიბრაციის შემცირების კარგ საშუალებას
არ წარმოადგენს და გაწურვის ციკლის
დროს შეიძლება სარეცხი მანქანის მცირედი
გადაადგილება გამოიწვიოს.
გაფრთხილება
თუ სარეცხ მანქანასაც და საშრობსაც ერთ
ადგილას ამონტაჟებთ, ნიშის ან განჯინის
წინ უნდა იყოს მინიმუმ 550 მმ დაუბლოკავი
საჰაერო სივრცე. თქვენს სარეცხ მანქანას
თავის მხრივ არ ესაჭიროება საჰაერო
სივრცე.
არ დაამონტაჟოთ სარეცხი მანქანა
პლატფორმაზე ან არასათანადოდ
გამაგრებულ კონსტრუქციაზე.
წყლის ტემპერატურა
არ დაამონტაჟოთ სარეცხი მანქანა იმ
ადგილას, სადაც არსებობს წყლის გაყინვის
ალბათობა, რადგან მცირე რაოდენობის
წყალი ყოველთვის რჩება სარქველებში,
ტუმბოებში და/ან მილებში. შეერთების
ადგილებში არსებული წყლის გაყინვამ
შეიძლება დააზიანოს ღვედები, ტუმბო ან
სარეცხი მანქანის სხვა კომპონენტები.
მონტაჟის საფეხურები
შენიშვნა
სარეცხი მანქანის შეფუთვის მოხსნისას წამოწიეთ
მანქანა პენოპლასტის ძირიდან. დარწმუნდით,
რომ დოლურას საყრდენი მოხსნილია სარეცხი
მანქანის ქვედა ნაწილიდან.
ქართული
21
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 21
DC68-04525B-00_IB_SU-PJT_COMBO-MD_KA.indd 21
2025/2/19 16:12:04
2025/2/19 16:12:04