Текст страницы
680 ქართული ენა
6
შესანახი განყოფილებიდან ამოიღეთ ძირითადი კაბელი და წყლის
მიწოდების მილი.
7
დაუთოების დასაწყებად ხანგრძლივად დააჭირეთ ორთქლის
გამომშვებს.
შენიშვნა: უთოდან წყალი შეიძლება ყოველი სეანსის დაწყებისას
გამოვიდეს. დაუთოებამდე დააჭირეთ ორთქლის გამოსაშვებ ღილაკს 10
წამით, რათა თავიდან აიცილოთ ლაქების წარმოქმნა ტანსაცმელზე წყლის
ზემოქმედების შედეგად.
შენიშვნა: დაუთოების დაწყებისას და განსაკუთრებით, ორთქლის
გამომშვების პირველად გამოყენებისას მოწყობილობიდან ორთქლის
გამოშვებას შეიძლება 30 წამზე მეტი დასჭირდეს.
შენიშვნა: ტუმბო აქტიურდება ყოველ ჯერზე, როცა ორთქლის გამომშვებს
დააჭერთ. ამ დროს შეიძლება გაიგონოთ სუსტი ტკაცუნის ხმა. ტუმბოს
მიერ გამოცემული ხმა უფრო მაღალი იქნება, როცა რეზერვუარი წყლისგან
დაიცლება.
ყურადღება! ორთქლი არ მიმართოთ ადამიანებისკენ.
ვერტიკალური დაუთოება
დაკიდებული ქსოვილების დასაუთოებლად შეგიძლიათ, ორთქლის უთოს
ვერტიკალურ მდგომარეობაში გამოყენება.
1
ორთქლის უთო დაიკავეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, დააჭირეთ
ორთქლის გამომშვებს, უთოს ძირით მსუბუქად შეეხეთ ქსოვილს და
უთო ზემოთ და ქვემოთ გადააადგილეთ.