Текст страницы
613
ქართული ენა
-
არ გამოიყენოთ დამტენები გარეთ, ან გაცხელებულ ზედაპირებთან
ახლოს.
-
არ გარეცხოთ პროდუქტის რომელიმე ნაწილი ჭურჭლის სარეცხ
მანქანაში.
-
ეს მოწყობილობა შექმნილია მხოლოდ კბილების, ღრძილებისა და
ენის გასაწმენდად.
-
შეწყვიტეთ დაჭყლეტილი ან დაღუნული ჯაგრის მქონე ჯაგრისის
თავის გამოყენება. გამოცვალეთ ჯაგრისის თავი ყოველ 3 თვეში ან
უფრო მალე, თუ შეინიშნება ცვეთის ნიშნები.
-
მოერიდეთ ეთერის ზეთების ან ქოქოსის ზეთის შემცველ
პროდუქტებთან პირდაპირ შეხებას. შეხების შედეგად, შესაძლოა,
ჯაგრის პოზიცია შეიცვალოს.
სამედიცინო გაფრთხილებები
-
შეწყვიტეთ მოწყობილობის გამოყენება და გაესაუბრეთ
სტომატოლოგს/ექიმს, თუ გამოყენების შემდეგ ადგილი აქვს ზედმეტ
სისხლდენას ან თუ სისხლდენა 1 კვირის განმავლობაში გამოყენების
შემდეგ კვლავ შეინიშნება, ასევე, დისკომფორტის ან ტკივილის
შეგრძნების შემთხვევაში.
-
თუ გასულ 2 თვეში ორალური ან ღრძილების ოპერაცია ჩაიტარეთ, ამ
მოწყობილობის გამოყენებამდე გაესაუბრეთ სტომატოლოგს.
-
თუ ელექტროკარდიოსტიმულატორი ან სხვა იმპლანტირებული
მოწყობილობა გაქვთ, გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს
ან იმპლანტირებული მოწყობილობის მწარმოებელს.
-
თუ სამედიცინო პრობლემები გაქვთ, ამ მოწყობილობის
გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
-
ეს მოწყობილობა პირადი ჰიგიენის ხელსაწყოა და არ არის
განკუთვნილი რამდენიმე პაციენტზე გამოსაყენებლად
სტომატოლოგიური მომსახურებისას ან შესაბამის დაწესებულებაში.
ინსტრუქციები ბატარეის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებით
-
დასატენად გამოიყენეთ მხოლოდ Philips WAA1001, WAA2001,
უსაფრთხოების კუთხით დამტკიცებული ადაპტერები შემავალი
მაჩვენებლებით (100-240 ვ~; 50/60 ჰც; 3,5 ვტ) და გამომავალი
მაჩვენებლებით (5 ვDC; 2,5 ვტ). ადაპტერების სია იხილეთ
www.philips.com/support
-
ეს მოწყობილობა შეიცავს ბატარეებს, რომელთა მოხსნაც
დაშვებულია მხოლოდ გამოცდილი პირების მიერ.
-
დამუხტეთ და გამოიყენეთ პროდუქტი 32 °F / 0 °C და 104 °F / 40 °C
შორის ტემპერატურაზე.